რა იციან ტატუნაშვილის დაღუპვაზე ქუტაშვილმა და პავლიაშვილმა?

სოზარ სუბარის განცხადებით, ოკუპირებული ახალგორიდან გადმოსული ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი მცხეთაში, მშობლებთან ერთად არიან.

როგორც მინისტრმა განაცხადა, მიმდინარეობს მუშაობა, რომ არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენებაც დროულად მოხდეს.

„არჩილ ტატუნაშვილთან ერთად დაკავებული ორი ჩვენი მოქალაქე იოსებ პავლიაშვილი და ლევან ქუტაშვილი არიან გათავისუფლებულები. მათ მიეცათ საშუალება, რომ დაეტოვებინათ ოკუპირებული ტერიტორია და ისინი მცხეთაში არიან,თავის მშობლებთან ერთად.

ამ წუთში მიმდინარეობს მუშაობა, რომ არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენებაც მოხდეს დროულად.

სამწუხაროა, ამ დროისთვის მეტ ინფორმაციას ვერ მოგაწვდით, რადგან ახლა ვესაუბრებოდით ამ ადამიანებს და შეუძლებელია ახლა მეტზე ლაპარაკი“,- განაცხადა სუბარმა.

დევნილთა მინისტრმა თავი შეიკავა იმ ინფორმაციის გამჟღვნებისგან თუ რა იციან ტატუნაშვილის დაღუპვაზე ქუტაშვილმა და პავლიაშვილმა.

“იმიტომ რომ ეს ყველაფერი შეიძლება სამომავლოდ, გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი იყოს და ყოველმა სიტყვამ, რომელიც ახლა ჩვენს მიერ იქნება ნათქვამი, მომავალში რაღაც პრობლემა შექმნას”, – განაცხადა სუბარმა.

წყარო: alia.ge

 

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.