რა კომპრომატი აქვს გახარიას ღარიბაშვილის ოჯახის წევრზე?

წინა ხელისუფლებამაც ზუსტად ასე იცოდა – სადღესასწაულო დღეებში, ანუ მაშინ, როცა მოსახლეობას პოლიტიკისთვის ნაკლებად ეცალა, ხდებოდა შიდა გადაადგილებები, ერთი შეხედვით უმნიშვნელოგათავისუფლება-დანიშვნები, პარლამენტის მორიგი სხდომისთვისსასწრაფოდ ახალი კანონპროექტის წარდგენები და დაჩაქუჩებები. ასეაახლაც, საკმარისია, რომელიმე დღესასწაულის გამო რამდენიმე დასვენების დღე ერთმანეთს მიებას, რომ მომდევნოპლენარულ სხდომაზე ნაბახუსევი დეპუტატები ავტომატურ რეჟიმში აჭერენ ხელს პულტებს და იღებენ კანონებს. ასე მარტივად მიიღეს ყბადაღებული მოსამართლეების კანონი, ასე მარტივად არ ამოიღეს განათლების კანონიდანსიტყვა ლიბერალიზმი და ასე მარტივად ჩაარაკრაკეს ძალოვანი მინისტრების გამოსვლა პარლამენტში. რეალურადრომ ვიმსჯელოთ, გიორგი გახარიასა და ვახტანგ გომელაურის ანგარიშები სკანდალური უნდა ყოფილიყო, მაგრამახსოვს ვინმეს, რა თქვეს და რაზე გააკეთეს აქცენტები მინისტრებმა? არა, რადგან მათ არც არაფერი უთქვამთ, ჩვეულებრივი, პროტოკოლური ვალი მოიხადეს, უმრავლესობას გაუღიმეს, ოპოზიციასაც გაუღიმეს და «დასრულდაესე ამბავი, ვითა სიზმარი ღამისა…»

დასვენების დღეებში, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ჯგუფ-ჯგუფად რამდენიმე ადგილზე შეიკრიბნენ. ყველა ხვდება, რომ 2020 წელი ძალიან ახლოსაა და თან მუდმივად მუსირებს აზრი, რომ ბიძინა ივანიშვილმაშეიძლება არჩევნები უკვე შემოდგომაზე დანიშნოს. შესაბამისად, ორი მოქმედი დეპუტატის გარდა, არავინ იცის, ვისრა და სად ელოდება. იმ მოქმედ დეპუტატებს კი ივანიშვილმა პირადად უთხრა, რომ ისევ მაჟორიტარები იქნებიანდა… ორივე დეპუტატი ქვემო ქართლის რეგიონიდანაა. დანარჩენები კი…

«ივანიშვილი პრაქტიკულად ყოველკვირეულ რეჟიმში ამოწმებს პარტიის რეიტინგს ცალკე და ცალკე კიდევ იმდეპუტატების ავტორიტეტს, რომლებიც მაჟორიტარობას ითხოვენ. მომავალი კვირიდან პარტიაში ის ადამიანებიდაიბარეს, რომლებიც ე.წ. «სივების» გადარჩევის შედეგად შეარჩიეს. ანუ, მათ შორის მინიმუმ ათი ისეთი კაცი უნდააარჩიონ, რომლებსაც შემდეგ ან სიაში ჩაწერენ, ან მაჟორიტარად დააყენებენ და საზოგადოებას ეტყვიან, რომშერჩევა სწორედ მათი რიგებიდან მოხდა. ეს ერთგვარი პიარსვლაა, თუმცა რამდენად გამართლებული, ჯერჯერობით თქმა ძნელია. მითუმეტეს, რომ პარტიის ცენტრალურ ოფისში საკუთარი ბიოგრაფია რეალურად იმათდატოვეს, ვისაც მოქმედმა დეპუტატებმა გაუწიეს რეკომენდაცია»,-გვეუბნება «ოცნების» მაღალჩინოსანი.

რაც შეეხება ყბადაღებულ დაპირისპირებას გიორგი გახარიასა და ვახტანგ გომელაურს შორის. გადაადგილება, რომელიც ჩვენ დავაანონსეთ, ანუ თავდაცვის მინისტრის შეცვლა მომწიფებული იყო. იმერეთის გუბერნატორიშავლეგო ტაბატაძე მზად გახლდათ ლევან იზორია შეეცვალა და მას ამ პოსტზე სწორედ გომელაური ლობირებდა. საბოლოოდ კი ისე მოხდა, რომ გომელაურს მოადგილე მოუხსნეს და ალეკო ტაბატაძე იუსტიციის სამინისტროშიგადაიყვანეს, ხოლო შავლეგო ტაბატაძე თავისით გადადგა და ამერიკაში საქართველოს სამხედრო ატაშეს რანგშიგააგრძელებს საქმიანობას.

«გენერალი შავლეგო ტაბატაძე ის კადრია, რომელსაც ნებისმიერ დროს გამოიხმობენ და თავდაცვის უწყებასჩააბარებენ. ამ ეტაპზე ის ინტრიგებს უბრალოდ გაარიდეს, რადგან ჯარისკაცებში სერიოზული ავტორიტეტისმქონე შავლეგო რაიმე სკანდალში არ გახვეულიყო. ჯარმა ორ არჩევნებში არ დაუჭირა მხარი «ოცნებას», რაც იმასნიშნავს, რომ იზორია 2020 წლისთვის მინისტრი არცერთ ვარიანტში აღარ იქნება, თუმცა შუალედურარჩევნებამდე მისი შეცვლა გადაიფიქრეს. არავინ არის დაზღვეული იმისგან, რომ იზორიამ კომპრომატების ომიარ დაიწყოს და ისედაც არეული სიტუაცია ბოლომდე არ არიოს. ზუსტად ისე, როგორც ეს ეკონომიკისმინისტრმა გააკეთა», – გვეუბნება «ოცნების» ერთ-ერთი ლიდერი.

თუ დააკვირდით, ავანსცენიდან გაქრა ირაკლი ღარიბაშვილი. პოლიტიკაში მისი დაბრუნებით გამოწვეულიაჟიოტაჟი ჩაცხრა და ივანიშვილმა ის ისევე მალე დამალა, როგორც გამოაჩინა. გვეუბნებიან, რომ ღარიბაშვილი ახლაკულუარული ბრძოლით არის დაკავებული და საკუთარი გუნდის ჩამოყალიბება-გაძლიერებაზე მუშაობს, მაგრამრამდენიმე ადამიანს იმდენად მყარად აქვს პოზიცია ივანიშვილის კარზე, რომ ღარიბაშვილისთვის რეალურადადგილი აღარ არის. გახარიას თავისი გუნდი ჰყავს, გომელაურს – თავისი, აქეთ უჩა მამაცაშვილი და ვანოჩხარტიშვილი ერთად აკონტროლებენ ყველა მსხვილ ბიზნესს და ამ ოთხეულიდან ნებისმიერის გაბრაზებაღარიბაშვილს შესაძლოა, ძვირად დაუჯდეს. ამიტომ, მან უბრალოდ აღარ იცის, რა ნიშა დაიკავოს და დაპირებულიპარლამენტის თავმჯდომარის პოსტიც ისეთივე უსახური ჩანს, როგორი უსახურიც ირაკლი კობახიძის ხელშია. არისკიდევ ერთი ძალიან, ძალიან საინტერესო დეტალი – ღარიბაშვილი პრემიერობის დროს, მისმა ცოლის ძმამ, ლექსოთამაზაშვილმა, კაზინო «აჭარაში» წაგებული მცირე თანხის (დაახლოებით 300 ლარი) შემდეგ, უკმაყოფილება იმითგამოხატა, რომ გარეთ გამოსულმა ავტომობილიდან იარაღი ამოიღო და «აჭარის» კედელს ესროლა. საპატრულოპოლიციამ და ექსპერტებმა მაშინ შემთხვევის ადგილი დაათვალიერეს, საქმე აღძრეს, თუმცა თაროზე შემოდეს. შესაბამისად, გახარიას ნებისმიერ დროს შეუძლია ამ საქმის ჩამოღება და ლექსო თამაზაშვილის პასუხისგებაშიმიცემა, რაც ყველაზე კარგად სწორედ ღარიბაშვილმა იცის. ამიტომ, ის განსაკუთრებულად ფრთხილობს შსმინისტრთან მიმართებაში და პოლიციაზე გავლენის მოპოვება გაურკვეველი დროით აქვს გადადებული.

დასასრულ – დავით გარეჯი და პანიკის. ორი ნაღმი, რომელიც ხელისუფლებას რიგრიგობით აუფეთქეს და ორივეშემთხვევაში, საპირისპირო მხარეს მუსულმანები აღმოჩდნენ. მართალია, ერთი შეხედვით ორივე შემთხვევასწრაფად დარეგულირდა, მაგრამ ეს ერთი შეხედვით. უკვე ყველამ იცის, რომ როგორც პანკისის, ისე დავითგარეჯის თემის წამოწევა ნებისმიერ დროს შეიძლება და საკმარისია ერთი სერიოზულად მომზადებული დადაგეგმილი პროვოკაცია და შეიძლება უმართავი პროცესები დაიწყოს.

ღარიბაშვილის დარად, კარგად დამალეს თეა წულუკიანიც. იუსტიციის მინისტრი, რომელსაც სამინისტროებისრეორგანიზაციის შემდეგ ისე გაეზარდა უწყება, რომ პრაქტიკულად ყველაზე მეტი დასაქმებული და… ყველაზემეტი უკმაყოფილო ჰყავს. როგორც კულუარულად გვითხრეს, სოციალური მუშაკების გაფიცვის შემდეგ, გაფიცვასიუსტიციის სამინისტროს თანამშრომლებიც აპირებენ, რომლებიც ხელფასის სიმცირეს და არანორმალურ სამუშაოგრაფიკს უჩივიან. თუ ეს მოხდება, პრაქტიკულად კოლაფსი შეიქმნება, რადგან ერთი დღითაც კი იუსტიციისსახლების შეჩერება, უამრავ პროცესს შეაჩერებს, თუმცა…

«ამ ეტაპზე ბიძინა ივანიშვილისთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ და როგორ გამოჩნდება ტელევიზიით. მისთვის მთავარია, ზედმეტად არ მოხდეს ხალხის გაღიზიანება და ქუჩაში რამდენიმე ათასიანი აქცია არმიიღოს. თუ ის მიხვდება, რომ ამის საშიშროება რეალურია, მაშინ მოვლენებს დაასწრებს და ვადამდელარჩევნებს დანიშნავს, თუ არა და 2020 წელს მშვიდად დაელოდება და არნახულ რესურსს გაიმეტებს იმისთვის, რათა ხელისუფლება შეინარჩუნოს. შესაბამისად, ის შიდაკლანურ დაპირისპირებებს მიესალმება კიდეც, რადგანასე ვერცერთი ვერ მოახერხებს იმ დონეზე გაძლიერებას, რომ დამოუკიდებელი თამაში დაიწყოს. ერთადერთისაფრთხე კახა კალაძეა. რომელიც მოზომილ განცხადებებს კი აკეთებს, მაგრამ კარგად იცის, რომ ივანიშვილი მასყველაზე რეალურ საფრთხედ აღიქვამს და ერთი არასწორი ნაბიჯი მისთვის შესაძლოა კატასტროფულადდამთავრდეს. ახლავე გეტყვით, რას ვგულისხმობ – თბილისის არასწორად განაშენიანებაზე რამდენიმე საქმეააღძრული და მათ შორის, კახა კალაძის მერობის, ანუ ამჟამინდელი. შესაბამისად, ჩუმად მყოფი შალვათადუმაძე, ნებისმიერ დროს წამოწევს ამ საქმეს, მთავარია ივანიშვილმა ხელი აუქნიოს. თანაც, ყველამ იცის, რომ აღდგომა დღეს თადუმაძე ივანიშვილს შეხვდა და არავინ იცის, რა მითითებები მისცა. ამიტომ, ახლა ყველამოლოდინის რეჟიმშია და სურთ გაიგონ, ვისზე განახორციელებს გენპროკურატურა დარტყმას. ეს დარტყმა კიმომავალ კვირას აუცილებლად განხორციელდება», – გვეუბნება ჩვენი წყარო და ვნახოთ. ის, რომ წინასაარჩევნოდხელისუფლება ხმაურიან სკანდალს არ მოერიდება, სხვა წყარომაც დაგვიდასტურა.

ანი დვალიშვილი, „ალია“ #16, 6 მაისი

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.