რა ოდენობის შემოსავალია საჭირო, რომ მოსახლეობის უმდიდრეს 1 პროცენტში შედიოდეთ

გლობალური უთანასწორების ინდექსის მონაცემებით, მსოფლიოს მოსახლეობის უმდიდრესი 1%, გლობალური დოვლათის 45%-ს ფლობს. ბოლო წლებში, განსაკუთრებით, აქტუალურია დისკუსიები უთანასწორობის თემაზე. სწორედ, უთანასწორობა მიიჩნევა დღევანდელი ეკონომიკური და პოლიტიკური სისტემის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად.

სხვადასხვა ქვეყნებში, განსხვავება მოსახლეობის უმდიდრეს და უღარიბეს ნაწილს შორის, ხშირად მართლაც შთამბეჭდავია, თუმცა გლობალურად უმდიდრეს ერთ პროცენტში მოსახვედრად ხშირად არცთუ დიდი შემოსავალია საჭირო.

ცხადია, უმდიდრეს 1%-ში მოსახვედრი ბარიერი, განსხვავებულია ქვეყნების მიხედვით. რაც უფრო მდიდარია ქვეყანა, მით უფრო მეტი შემოსავალია საჭირო უმდიდრეს 1%-ში მოსახვედრად. თუმცა, ქვეყნის ზოგად სიმდიდრესა და უმდიდრესი ნაწილს შემოსავლებს შორის პირდაპირი კორელაცია არ არსებობს.ამ დროისთვის, უმდიდრეს 1%-ში მოსახვედრად ყველაზე მაღალი ბარიერი საუდის არაბეთშია, წლიური 774 ათასი დოლარი.

რაც შეეხება საქართველოს, დეკლარირებული სახელფასო შემოსავალი საქართველოს მოსახლეობის მხოლოდ, 1.1 მილიონ ადამიანს აქვს, აქედან 15%-ის ხელფასი საშუალოდ თვიურად 100 ლარზე ნაკლებია. საქსტატის მონაცემების მიხედვით, საშუალო ხელფასი საქართველოში 991 ლარია. 1 200 ლარამდე ხელფასი საქართველოში 553 648 დასაქმებულს უფიქსირდება, რაც დასაქმებულთა 68 პროცენტს შეადგენს.აქედან გამომდინარე, საქართველოს მოსახლეობის უმდიდრეს 1%-ში მოხვედრის ბარიერი, დაახლოებით, წელიწადში 40 ათასი ლარია, ანუ თვეში დაახლოებით, 3 500 ლარი.

საერთაშორისო საკონსულტაციო ორგანიზაცია Eurasia Group-თან არსებული, ონლაინ-პლატფორმა, GZERO Media-მ დაითვალა, თუ რა არის უმდიდრეს 1%-ში მოსახვედრი ბარიერი სხვადასხვა სახელმწიფოში. მონაცემები ასახულია დოლარში და არ მოიცავს საგადასახადო ბეგარას.

წყარო: ტაბულა

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.