რა სანქციები გემუქრებათ ნარკოტიკული სიმთვრალის მდგომარეობაში ავტომობილის მართვისას?

ავტომობილის და ნებისმიერი სხვა სატრანსპორტო საშუალებისნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში მართვა სისხლის სამართლის წესით დასჯადიიქნება და გამოიწვევს ჯარიმას ან თავისუფლების ერთ წლამდე ვადით აღკვეთას.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული საკანონმდებლო პაკეტის მიხედვით, ნარკოტიკული დაფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში სატრანსპორტო საშუალების მართვა მხოლოდ სისხლის სამართლისპასუხისმგებლობას გამოიწვევს და ადმინისტრაციული წესით დასჯადი აღარ იქნება, რასაც მოქმედი კანონიითვალისწინებს.

ამასთან, “სისხლის სამართალის კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებებით, კანაფისა და მარიხუანას ექიმისდანიშნულების გარეშე მოხმარება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას აღარ გამოიწვევს, რაც თავის მხრივ, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებიდან გამომდინარეობს.

ასევე, ცვლილებით, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა არის გათვალისწინებული არამხოლოდარასრულწლოვნის, არამედ 21 წლამდე ასაკის პირის ნარკოტიკული საშუალების მოხმარებაზე დაყოლიებისათვის.

comments

ვაკო კუპრაშვილი

საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო "INFO NEWS"-ის ჟურნალისტი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.