რა სარგებელს მოუტანს დედამიწას 1.3 ტრილიონი ხის დარგვა – კვლევა

თუ კაცობრიობა უახლოეს წლებში მასობრივად დაიწყებს ხეების დარგვას, ატმოსფეროდან უდიდესი რაოდენობით სათბური გაზის გადინებას შეუწყობს ხელს. საუბარია 4.4 მილიარდ ჰექტარზე 1.3 ტრილიონი ხის დარგვასთან დაკავშირებით. ამის შესახებ ინფორმაციას ჟურნალი Science-ი ავრცელებს.

ციურიხის უნივერსიტეტის მეცნიერმა ტომას კრაუტერმა და მისმა კოლეგებმა განაცხადეს, რომ 1.3 ტრილიონი ხის დარგვის შემთხვევაში, 10 წლის განმავლობაში იქნება შესაძლებელი ატმოსფეროში არსებული ნახშირორჟანგის გაუვნებელყოფა.

თუმცა პრობლემა ის არის, რომ დედამიწაზე ხეების მასიური დარგვისთვის თავისუფალი ადგილები არც ისე ბერია, ვინაიდან მოსახლეობის რაოდენობის სწრაფი ზრდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების რაოდენობის ზრდასაც გულისხმობს.

თუკი პლანეტაზე არსებულ მიწებს გამოვაკლებთ დასახლებულ ადგილებს, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებსა და ტყეებს, ხეების დარგვისთვის დაახლოებით 1 მილიარდ ჰექტარზე ნაკლები ფართობი რჩება, სადაც ხეების დარგვაა შესაძლებელი.

ციურიხის უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფმა Google Earth Engine-ის დახმარებით მიახლოებით დაითვალა და განაცხადა, რომ დედამიწაზე დღეს 1,7-1,8  მილიარდი ჰექტარია, რომელიც დაფარულია იშვიათი მცენარეული საფარით ან საერთოდ არაფრით. თუ ამ ფართობზე მოხერხდება საჭირო ხეების დარგვა, მაშინ ჩვენს პლანეტაზე დამატებით 0.9 მილიარდი ჰექტარის ფართობის ტყე გაჩნდება, რომელიც 200 გიგატონისმოცულობით ნახშირორჟანგის შთანთქმას შეძლებს. 

ამასთან, მეცნიერები ამბობენ, რომ ამ ციფრის კიდევ უფრო ზრდა არის შესაძლებელი, თუ ადამიანები მცირეოდენ სასოფლო მიწებსა და ქალაქის ტერიტორიებს დათმობენ.

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.