„რა ქენი, ბიჭო! ზვიადი ცოცხალი როგორ გაუშვი!” – გოგო ხოშტარია უყვიროდა გიორგი შენგელაიას“

„რა ქენი, ბიჭო! ზვიადი ცოცხალი როგორ გაუშვი!” – გოგო ხოშტარია უყვიროდა გიორგი შენგელაიას“

პროფესორი დოდონა კიზირია სოციალურ ქსელში 1992 წლის საქართველოს ისხსენებს:

„ეს ამბავი გამახსენა გუშინდელმა დღემ – პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას დაბადების და დამოუკიდებლობის რეფერენდუმის დღემ. 1992 წლის 7 თუ 8 იანვარია. ვარ ძველი ტელევიზიის შენობაში ხელში ძველი დიქტოფონით. მალე უნდა დავბრუნდე ამერიკაში და ვჩქარობ ვანხო რაც შეიძლება ბევრი, ჩავიწერო რაც შეიძლება მეტი, როგორც ინგლისურად ამბობენ, “მთავრი მოთამაშე” main player.) უკვე მქონდა ინტერვიუ ჯაბას იოსელიანთან, თენგიზ კიტოვანთან, ნემო ბურჭულაძესთან, თენგიზ სიგუასთან და კარგა ბოლომად სხვასთან. ჩაწერილი მყავს უნივერსიტეტის ეზოში სტუდენტები და ქუჩებში გამვლელ-გამომვლელიც.

ყველაზე ძვირფასი და უნიკალური მაინც პრეზიდენტი ზვიად გამსახურდიას ინტერვიუა, რომელიც პირველ იანვარს ჩავიწერე. ვიქტორ დომუხოვსკიმ (ცხონდეს მისი სული!) შემიყვანა მთავრობის სახლში მისი მანქანის იატაკზე განრთხმული, როცა ტყვიების ბათქა-ბუთქი იდგა. ეს იყო პრეზიდენტის უკანასკნელი ინტერვიუ საქართველოში. ამის შესახებ მგონი დავწერე, ან დავწერ უფრო დაწვრილებით. არასოდეს დამავიწყდება მისი ხმა და სახე. მთელი ის ატმოსფერო, თითქოს ქვეყნიერების დასასრულის წინ უკანასკნელი ბრძოლისთვის ემზადებოდა ყველა. მას შემდეგ კიდევ ბევრი რამ ვნახე და ბევრის მოწმე ვარ, მაგრამ…

მაგრამ ეხლა, ამ წუთში ვარ ტელევიზიის შენობის მესამე სართულის კიბეებზე და ვხედავ გოგი ხოშტარიას, ერთ დროს პრეზიდენტი გამსახურდიას ახლო თანამებრძოლს. ის რამდენიმე სხვა პირთან ერთად (მათგან აბსოლუტურად ყველამ უღალატა ბატონ ზვიადს) რამდენიმე თვის წინ საქართველოს მთავრობის სახელით ამერიკაში იყო ჩამოსული სხვადასხვა საკითხზე მოსალაპარაკებლად. მე რაღაც ტყუილებით გავენთავისუფლე ლექციებიდან, ჩავფრინდი ვაშინგტონში და მათ დავყვებოდი როგორც თარჯიმანი.

ჰო, აი, ის ხოშტარია დავინახე ქვემო სართულზე და მისკენ დავიძარი. ამ დროს პირველი სართულიდან ზემოთ ამოდის კინორეჟისორი გიორგი შენგელაია, როგორც ყოველთვის მოღუშული და დაბღვერილი. ის გოგა ხაინდრავასთან და რამდენიმე სხვა ავტომატებით აღჭურვილ მხედრიონელთან ერთად მანქანით გაეკიდა თბილისიდან უკვე წასულ პრეზიდენტს, მაგრამ ვერ მოასწრეს მისი სომხეთის საზღვრამდე დაკავება.

იმის ჩაწერაც გავიფიქრე, მაგრამ მისი იშვიათად უჟმური ხასიათის გამო დიდი იმედი არ მქონდა დათანხმდებოდა. ძველი ნაცნობი, გოგი ხოშტარია კი… “რა ქენი, ბიჭო! ცოცხალი როგორ გაუშვი!” – უყვირის გოგი ხოშტარია ზემოდან გიორგი შენგელაიას…

უკან გავბრუნდი. ვიგრძენი, რომ სახეში ვერ შევხედავ და ვერ დაველაპარაკები. ეხლა კი ვნანობ, რომ ეს სისუსტე გამოვიჩინე, მაგრამ ყუმბარასავით ამიფეთქდა ყურში სიტყვები: “…ცოცხალი როგორ გაუშვი!” ეტყობა თანამებრძოლის ღალატი ოჯახური ტრადიციაა.“

“ალია”

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.