რა შემთხვევაშია შესაძლებელი დეპუტატისთვის იმუნიტეტის მოხსნა – საერთაშორისო სტანდარტები

რა შემთხვევაში შეუძლია პარლამენტს დეპუტატისთვის მანდატის მოხსნა. იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე და იურისტი დავით ჯანდიერი, განმარტებებს აკეთებს. “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე წერს იმ სტანდარტებზე, რომელიც ვენეციის კომისიის მიერ არის აღიარებული. 

“რამდენიმე სიტყვით პარლამენტის მიერ იმუნიტეტის მოხსნის საერთაშორისო სტანდარტთან დაკავშირებით (გარდა იმ წესებისა, რასაც გვავალდებულებს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია და შიდა კანონმდებლობა). ეს სტანდარტი აღიარებულია ვენეციის კომისიის მიერ:

პირველ რიგში, პარლამენტის მიერ იმუნიტეტის მოხსნის პროცედურა უნდა იყოს ყველა შემთხვევაში რეგულირებული გარკვეულ დეტალებში და უნდა აკმაყოფილებდეს საბაზისო პროცედურულ პრინციპებს, როგორიც არის მკაფიოობა, გამჭვირვალობა, განჭვრეტადობა, ობიექტურობა, არათვითნებობა და უფლება ორივე მხარის იყოს მოსმენილი.

პარლამენტის შესაბამისმა რგოლმა, რომელიც განიხილავს საქმეს, გადაწყვეტილება უნდა დააფუძნოს ფაქტებს და საქმის არსებით მხარეს, პარლამენტის წევრს და არა პოლიტიკურ ან სხვა მოსაზრებებს; პროცედურა უნდა იყოს მარტივი და საზოგადოებისთვის გასაგები.

პარლამენტმა იმუნიტეტი არ უნდა მოხსნას, თუ:

1. ბრალდებები აშკარად უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია;
2. სავარაუდო დარღვევა პოლიტიკური მოქმედების გაუთვალისწინებელი შედეგია;
3. ბრალდება აშკარად პოლიტიკური მოტივებით არის ნაკარნახევი (fumus persecutionis), იმისათვის რომ მოხდეს დევნა ან დააშინოს პარლამენტის წევრი ან ხელი შეუშალოს მას მანდატის განხორციელებაში;
4. სამართალწარმოება სერიოზულ საფრთხეს უქმნის პარლამენტის დემოკრატიულ ფუნქციონირებას ან მისი წევრების ან პარლამენტის ჯგუფის ძირითად უფლებებს,”- წერს ჯანდიერი. 

http://pirveliradio.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.