რეკეტი სახელმწიფოს სახელით – ბიზნესმენი ვახტანგ გოძიაშვილი ბიძინა ივანიშვილს ბიზნესის წართმევაში ადანაშაულებს

ბიზნესმენი ვახტანგ გოძიაშვილი ბიძინა ივანიშვილს ბიზნესის წართმევაში ადანაშაულებს. კომპანია “ემ ენ ჯორჯია” “ჭიათურმანგანუმთან” ექსკლუზიური ხელშეკრულება 2013 წელს გააფორმა. კომპანიას მადნის უკანონოდ მოპოვება და შავ ბაზარზე რეალიზაცია უნდა აღეკვეთა.

ბიზნესმენი ვახტანგ გოძიაშვილი ყვება, რომ მისი ბიზნესის წართმევის სქემას, ივანიშვილის დავალებით, მისი დეიდაშვილი ხელმძღვანელობდა. მისი თქმით, უჩა მამაცაშვილს პირადი ინტერესი ჰქონდა მომგებიანი ბიზნესი ხელში ჩაეგდო, ამ სქემის სისრულეში მოყვანას კი მას მაშინდელი ბიზნესომბუდსმენი გიორგი გახარია ეხმარებოდა.

ბიძინა ივანიშვილი “ჭიათურმანგანუმის” და “ემ ენ ჯორჯიას” შესახებ ინფორმირებული იყო. ჯერ კიდევ 2013 წელს მან ჟურნალისტებს უთხრა, რომ ამ საკითხს შეისწავლიდა. ამ თემაზე მაშინ ბიზნესომბუდსმენი გიორგი გახარიაც საუბრობდა.

გოძიაშვილმა ნაკისრი ვალდებულებები ვერ შეასრულა და მილიონობით ზარალი ნახა. მოლაპარაკების შემდეგ რაუნდზე ბიზნესმენს ისევ გახარიას პირით შეუთვალეს, რომ საქმეში კიდევ ერთი კომპანია უნდა შეეყვანათ. გოძიაშვილმა უარი თქვა, რადგან ამ შემთხვევაში შავი ფულის გაკონტროლებას ვერ შეძლებდა.

“ჭიათურმანგანუმს,” რომელმაც “ემ ენ ჯორჯიასთან” მანამდე ხელშეკრულება გააფორმა, დოკუმენტი გააუქმებინეს. ვახტანგ გოძიაშვილი იძულებული გახდა, “ჯორჯიან მანგანეზის” ხელმძღვანელთან სატელეფონო საუბარი ჩაეწერა და გაესაჯაროებინა. ვლადიმერ ლოზენსკი სატელეფონო საუბრისას არ მალავს, რომ დავალება ზემოდან მიიღო.

ხელისუფლების ჩარევის შემდეგ კომპანია “ემ ენ ჯორჯია” გაკოტრდა. ზარალის ანაზღაურებაზე ვახტანგ გოძიაშვილი სასამართლოში დავობს.

ავტორი: ეკა გაგუა
“რუსთავი2”

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.