რესტორან “წისქვილის” ადმინისტრაცია თანამშრომლებს ზურაბიშვილის მხარდაჭერას აიძულებს – “კურიერმა” მტკიცებულებები მოიპოვა

ივანიშვილის ზეწოლის კიდევ ერთი მსხვერპლი – ყველა კომპანიას ქართულიოცნება აიძულებს, თანამშრომლები დაატერორონ, რათა მათ ხმა სალომე ზურაბიშვილის მისცენ.

ერთ-ერთი ასეთი კომპანია, რომლის ადმინისტრაციაც თანამშრომლებს ზურაბიშვილის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს, რესტორანი წისქვილია.

რესტორან წისქვილის უსაფრთხოების სამსახურმა როდესაც შეიტყო, რომ კურიერსჰქონდა ამომრჩევლებზე ზეწოლის კონკრეტული მტკიცებულები, სამაუწყებლო კომპანიის აპარატურის დაზიანება მათ ტერიტორიის გარეთაც სცადეს.

სანდო წყარომ კურიერს რესტორნების ქსელში გამართული თათბირის შესახებ უამბო. გაირკვა, რომ დირექტორმა ამ ქსელში დასაქმებულ 300-ზე მეტ თანამშრომელს უთხრა, ხმა სალომე ზურაბიშვილისთვის მიეცათ. მტკიცებულების სახით კი სამსახურში ბიულეტინის ფოტო მიეტანათ, ვინც უარს იტყოდა, სამსახურიდან გაგდებით დაემუქრნენ.

ამომრჩეველზე ზეწოლის სკანდალური ფაქტებზე მტკიცებულების მოპოვების მიზნით, კურიერი წისქვილის თანამშრომლებს დაუკავშირდა, მათ თავი ქართული ოცნების საარჩევნო შტაბის თანამშრომლად წარუდგინა და საიდუმლო თათბირის დეტალები გამოკითხა.

ყველა თანამშრომელმა, ვისაც კურიერი დაუკავშირდა, დაადასტურა, რომ თათბირი შედგა და მათ 28 ნოემბერს სალომე ზურაბიშვილის შემოხაზვის ბრძანება მიიღეს.

ჩანაწერებიდან, რომლიც კურიერმა მოიპოვა, დგინდება, რომ წისქვილისმენეჯმენტი ზეწოლას თანამშრომელებზე მმართველი პარტიიდან დავალებით ახდენს და მათთან კოორდინაციაში მუშაობს.

ერთ-ერთ თანამშრომელს დირექტორი დაპირდა, რომ რეგისტრაციის მისამართს შეუცვლიდა, რათა ხმა დროებით საცხოვრებელ ადგილას მიეცა.

თანამშრომლები, ვინც თბილისში ხმას ვერ აძლევენ რესტორან წისქვილისდირექციამ თავიანთ ბინებში ჩაწერა. წისქვილის აღმასრულებელი დირექტორის, ზაქარია გვრიტიშვილის, ოროთახიან ბინაში 25 ადამიანია ჩაწერილი.

წისქვილის მარკეტინგის მენეჯერმა, მაია გოგიაშვილმა, დაადასტურა, რომ თათბირი ჩატარდა, თუმცა, მისი თქმით, თემა არჩევნებს არ შეედებოდა. მისი თქმით, რესტორანში რეორგანიზაციაა და თანამშრომლები, სავარაუდოდ, განაწყენებულები არიან.

ავტორი: ეკა გაგუა
“რუსთავი2”

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.