“რეფორმები 5 წუთში” – სააკაშვილის ახალი ინიციატივა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ახალი ინიციატივით გამოდის და “YouTube” -ის არხისთვის ვიდეო გადაღებების ციკლს იწყებს. საქართველოს მესამე პრეზიდენტი სწორედ ამ 5 წუთიანი ვიდეო რგოლების საშუალებით, აპირებს უკრაინის ახალ ხელისუფლებას საკუთარი გამოცდილება და რჩევები გაუზიაროს. აი, რას წერს თავად სააკაშვილი საკუთარ სოციალურ გვერდზე: “მე გადავწყვიტე ჩავწერო ვიდეო რგოლების სერია – “რეფორმები 5 წუთში”, სადაც იქნება რჩევები, თუ როგორ უნდა განხორციელდეს აუცილებელი და გადაუდებელი რეფორმები უკრაინაში”. შეგახსენებთ, რომ “რეფორმების პრინციპები”-ს პირველი ეპიზოდის “პრემიერა” ყოფილი პრეზიდენტის “YouTube” -ის პირად არხზე – 16 მაისს, 17:00 საათზე შედგა.

intermedia.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.