“რიჟას” ინტერესები “ჯორჯია მანგანეზში” და უკიდურესად საგანგაშო მდგომარეობა ჭიათურაში – ქალაქის თითოეული მოსახლე კიბოთი დაავადების რისკის ქვეშ დგას

უკიდურესად საგანგაშო მდგომარეობა ჭიათურაში და ზესახიფათო კარცეროგენით, მარგანეცით დატვირთული მანქანები, რომლებიც პირდაპირ ქალაქის ცენტრში დადიან-ქალაქის თითოეული მოსახლე კიბოთი დაავადების რისკის ქვეშ დგას.

მადანით დატვირთული ავტომანქანების ქალაქში გადაადგილება 2014 წლამდე აკრძალული იყო, თუმცა ჭიათურის საკრებულოს გადაწყვეტილებით მადანისმომპოვებლებს გზა ყველა მიმართულებით გაეხსნათ. დაბინძურებულია მდინარე ყვირილა.

ვითარება საგანგაშოა ჭიათურის სოფლებშიც.  მადანს ეზიდებიან დასახლებული უბნებიდან, სოფლის საძოვრებიდან, ტყიდან. ჭიათურის დამოუკიდებელი მერობის კანდიდატი ამბობს, რომ ვითარება კატასტროფულია. მიუხედავად იმისა, რომ ჯორჯიან მარგანეზი 2016 წელს 5000 მილიონით გარემოსთვის მიყენებული ზიანის გამო დააჯარიმეს, მუნიციპალიტეტში მაინც არაფერი შეცვლილა.

“ჯორჯიან მარგანეზში” კომენტარს არ აკეთებენ, შესაბამისად, უცნობია, რა გააკეთეს ზიანის აღმოსაფხვრელად რადგან 2016 წელს სწორედ ამ მიზნით, კომპანიაში დროებით მმართველად ნიკა ჩიქოვანი დანიშნეს, რომელიც დღემდე თანამდებობაზეა.

კომპანია 500 მილიონამდე ლარით, 2016 წელს გარემოს დაცვის სამინისტრომ დააჯარიმა. ეს თანხა დღემდე არ გადაუხდიათ. მაშინვე ამბობდნენ, რომ ეს მანგანეზში გიორგი კაპანაძის, იგივე “რიჟას” ინტერესების გასატარებლად ხდებოდა, ამ პროცესებში გიორგი გახარიაც ჩაერია, მაშინდელი ბიზნესომბუდსმენი. ის კაპანაძის მეგობრის ჩიქოვანის დროებით მმართველად დანიშვნის მომხრე იყო.

ჩიქოვანის დანიშვნის შემდეგ, ეკოლოგიური მდგომარეობა არ შეცვლილა, პირიქით, მანგანეზთან შეთანხმებით შეიქმნა საშუამავლო კომპანია ჯიემ ლოჯისტიკი, რომელიც ადგილობრივი კოოპერატორებისგან მადნის ჩაბარებაზე საბუთებს წერს და შემდეგ ამ მადანს ორმაგ ფასში ყიდის. თუ 2016 წელს კერძო მეწარმეები ჯამში 80 ტონა მარგანეცს მოიპოვებდნენ, დღეს ეს რიცხვი 400-მდე გაიზარდა, შესაბამისად გაიზარდა ზიანი და “ჯიემ ლოჯისტიკის” მოგება ათეულ მილიონამდე. 

ავტორი: დავით ქაშიაშვილი

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.