“რისკის ქვეშ არის ჩემი და მალხაზ მაჩალიკაშვილის სიცოცხლეც” – სოსო გოგაშვილი

სუსის უფროსის ყოფილი მოადგილე პროკურატურას მოუწოდებს, რომ თემირლან მაჩალიკაშვილისა და აჰმედ ჩატაევის საქმესთან დაკავშირებით დაიკითხოს, ის ასევე მოუწოდებს სამართალდამცველ უწყებას, რომ დაკითხონ ის ადამიანები, რომლებიც  ჩატაევის საქართველოში შემოყვანას მას აბრალებენ.

სოსო გოგაშვილის თქმით, მისი და მალხაზ მაჩალიკაშვილის სიცოცხლე რისკის ქვეშ არის, რადგან ცალკეულმა ადამიანებმა შესაძლოა საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენონ არსებული მდგომარეობა და რომელიმე მათგანს რამე დაუშავონ, რაც ან ერთ, ან მეორე მხარეს დაბრალდება.

“რისკის ქვეშ არის ჩემი და მალხაზ მაჩალიკაშვილის (ვახას) სიცოცხლეც. მე შურისმაძიებელი არ ვარ და არ ვაპირებ კანონის იქით გადავიდე, მაგრამ, მას რომ რამე დაუშავდეს, პირველ რიგში ვინ იქნება ეჭვმიტანილი? – გოგაშვილი და სახელმწიფო, ან პირიქით, მე რომ რამე დამიშავდეს და ვახამ არ გააკეთოს ეს, ის იქნება ეჭვმიტანილი, რაც ქვეყანაში გამოიწვევს ძალიან მძიმე მდგომარეობას და დაძაბულობას, ამიტომ მოვუწოდებ ძალოვნებს, რომ ამას დიდი ყურადღება მიაქციონ და მაქსიმალური ყურადღებით იყვნენ ჩემი და მალხაზ მაჩალიკაშვილის მიმართ” – განაცხადა სოსო გოგაშვილმა “ქრონიკისთვის” მიცემულ ინტერვიუში.

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.