ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანება UWW-ს მიმდინარე რეიტინგში ევროპის მოქმედი ჩემპიონი ბერძნულ-რომაული სტილით, ნაკრების წევრი რობერტ კობლიაშვილი 33 ქულით პირველ ადგილს იკავებს.
კობლიაშვილმა ევროპირველობაზე 87კგ კატეგორიის ფინალში რუსეთის წარმომადგენელი ბეკხან ოზდოევი დაამარცხა და პირველად ჩაუდგა მსოფლიოს რეიტინგს სათავეში.
კობლიაშვილის გარდა რეიტინგში კიდევ 15 ქართველი ფალავანი შევიდა.