როგორ აშანტაჟებენ ამომღები კომპანიები მსესხებლის მამებს (Exclusive)

“პრაიმტაიმისთვის” ცნობილი გახდა რამდენიმე შემთხვევის შესახებ, როდესაც მოქალაქეებს, რომლებსაც საკრედიტო ორგანიზაციებიდან სესხები ჰქონდათ აღებული, შანტაჟის და მუქარის მსხვერპლნი აღმოჩნდნენ.

საზოგადოებას ალბათ კარგად ახსოვს ორი-სამი წლის წინ ამ თემის აქტუალობა როგორ გადაფარა იმ რეგულაციებმა, რომელიც კანონში ონლაინსესხებთან დაკავშირებით შევიდა, რის შემდეგაც ის მთლიანად ეროვნული ბანკის რეგულაციების ქვეშ მოექცა და თემის აქტუალობამაც იკლო.

როგორც “პრაიმტაიმმა” გაარკვია, სხვადასხვა საკრედიტო კომპანიის გაპრობლემებული სესხის გამო, პრობლემური აქტივების ბიუროდან (ასე ჰქვია ურიდიულ კომპანიას, რომელსაც აღნიშნული სესხების ამოღება აქვთ დავალებული) მსესხებლის მამებს დაურეკეს. მას შემდეგ, კი რაც მსესხებელმა მათი ეს ქმედება გააპროტესტა, უთხრეს, რომ ეს კანონს არანაირად არ ეწინააღმდეგება.

“პრაიმტაიმი” შეეცადა გაერკვია, რამდენად ხშირია ასეთი შემთხვევები და როგორ უნდა მოიქცეს მსესხებელი ასეთ შემთხვევაში.

პრობლემურ მსესხებელთა უფლებების დაცვის ასოციაციაში გვითხრეს, რომ ზოგ საკრედიტო კომპანიას ხელშეკრულებაშივე აქვს მითითებული, რომ მესამე პირზე ინფორმაციის გაცემის უფლება აქვს, თუ ბენეფიციარი ამას ეთანხმება.

“რაც შეეხება პრობლემური სესხის მოგვარების გზებს, თავად კომპანიაზეა დამოკიდებული, და როგორ პირობებსაც უნდა, ისეთს შესთავაზებს. ერთადერი გამოსავალი ალბათ შესვლაა სასამართლოში სარჩელით კომპანიის წინააღმდეგ, და მოთხოვნა, რომ მინდა ამ ვალდებულების გადახდა, მაგრამ მინდა გადავიხადო ამდენი… ცნობა დავალიანების შესახებ, ამისთვის საკმარისია. მერე უკვე სასამართლოზე, მოსამართლეზე და დამცველის იურისტის პროფესიონალიზმზეა დამოკიდებული ყველაფერი”, – აცხადებს ასოციაციის წარმომადგენელი.

კითხვაზე, ონლაინსესხებზე რეგულაციების შემოღების შემდეგ როგორია მათდამი მომართვიანობის სტატისტიკა, პრობლემურ მსესხებელთა უფლებების დაცვის ასოციაციის წარმომადგენელი ამბობს, რომ “რეგულაციები მხოლოდ თვალებზე ნაცრის შეყრაა”.

“150%-ს და გაცილებით მეტსაც ითხოვენ . როდესაც რეგულაციები შემოიღეს, უკვე ძალიან ბევრი სესხი იყო გაპრობლემებული. ამ რეგულაციებს კი უკუძალა არ გააჩნია. იმ ადამიანებს, ვისაც გაპრობლემებული ჰქონდათ, იგივე კანონმდებლობით სთხოვენ 500 ლარში 5000 ლარს და თუ ის კანონის ძალით არ იმოქმედებს, მსესხებლის ინტერესების სრულად დაკმაყოფილება უწევს”,

“ჩვენს ორგანიზაციაში ასეთ ადამიანებს უფასოდ ვუწევთ კონსუტლაციას. ყველაფერს ვაგებინებთ. ზოგადად ის, რომ როდესაც გვირეკავენ და არ ვპასუხობთ, სწორი გამოსავალი არ არის. იქნებ რას გვთავაზობენ. გარდა ამისა, მისდით ადმაიანებს სარჩელი და არ იბარებენ, არასწორი დამოკიდებულება აქვთ, რაც პრობლემას წარმოქმნის. ეს იმას არ ნიშნავს, რომ გვიჭერენ”, – აცხადებს პაატა მაცაბერიძე.

 

ავტორი: ლილუ მიროტაძე

წყარო: primetime

comments

ვაკო კუპრაშვილი

საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო "INFO NEWS"-ის ჟურნალისტი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.