როგორ გადანაწილდა „TV ფორმულას” წილები

საჯარო რეესტრში თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი ახალი ტელეკომპანიის საკონტროლო პაკეტის მფლობელის სტატუსით ოფიციალურად დარეგისტრირდა. ის „TV ფორმულას” 51-პროცენტიანი წილის მფლობელი გახდა.

რეესტრის მონაცემებით, კომპანიის დანარჩენ 49 პროცენტს “ფორმულა კრეატივის” დამფუძნებლები ინაწილებენ, ესენი არიან: მიშა მშვილდაძე, ირაკლი საღინაძე, ზუკა გუმბარიძე და გიორგი ლიფონავა, თითოეული მათგანი – 12.25%-ს.

საინფორმაციო სამსახურს „რუსთავი 2“-ის ყოფილი ჟურნალისტი გიორგი ლაფერაშვილი უხელმძღვანელებს.

ცნობილია, რომ ახალ ტელეკომპანიას დავით კეზერაშვილი დააფინანსებს.

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.