როგორ მოატყუა მაგთიკომმა მსოფლიო რბენის მონაწილე გინესის რეკორდსმენი

ჰენრი კუპრაშვილი ფეისბუქზე წერს: “მსოფლიო რბენაზე მაგთიკომმა 13 კილომეტრის გარბენისათვის 4000 მბ-ით „დამასაჩუქრა“ (ვადა ერთი თვე).
ანგარიშზე ჩემი მქონდა სადღაც 3000-მდე მეგაბაიტი (ვაიფაი მაქვს სახლშიც და სამსახურშიც, ნაკლებად მიწევს 25 ლარიანი მარტივის მეგაბაიტების ხარჯვა). ვიფიქრე ნაჩუქარს გამოვიყენებ და ჩემი შემენახებათქო (აქტიურადაც დავიწყე გამოყენება ვარჯიშზე და სირბილის დროს ჩართული მქონდა.) აღმოჩნდა: ისე ჰქონიათ აწყობილი საქმე, რომ თურმე იხარჯებოდა ჩემი ნაყიდი მეგაბაიტები, შესაბამისად ნაჩუქარი ხელუხლებელი დატოვეს და ახლა უკან წაიღეს. თან მითხრეს (დამცინეს) რატომ არ დახარჯეო ჩემს ნაყიდს აჭრიდნენ და „ნაჩუქარს“ ხელუხლებლად ინახავდნენ, რომ ვადის გასვლის შემდეგ უკან წაეღოთ. ამას როგორ წარმოვიდგენდი? 
არადა მსოფლიო რბენის დაწყებამდე დიდის ამბით გვამცნო მაგთიკომმა : ყველაზე მოტივირებულ მონაწილეებს მაგთისგან საჩუქარი – 5000 მბ-მდე მობილური ინტერნეტი გელითო!

P.S. ეტყობა გია ჯოხთაბერიძემ არ იცის, თორემ ასეთ რამეს როგორ დაუშვებდა?”

შეგახსენებთ: ჰენრი კუპრაშვილი მსოფლიოს ცურვის ისტორიაში და რეკორდების წიგნში “დარდანელის სრუტის გმირის” სახელით შევიდა – 2002 წლის 30 აგვისტოს კაცობრიობის ისტორიაში პირველად მან, ოთხგან ხელფეხშეკრული კოლხურით დარდანელის სრუტე ევროპიდან აზიაში 12 კილომეტრი 3 საათსა და 15 წუთში გადაცურა. ამ საოცარმა მოვლენამ მსოფლიო მედია შემოიარა და მას „დარდანელის გმირი“, „ადამიანი დელფინი“, „წყლის პრომეთე“ მოიხსენიებდნენ.

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.