როგორ მოხვდა რუსულ ნომრიანი მანქანა კადიროვის ფოტოთი პანკისის ხეობაში?

როგორ მოხვდა რუსულ ნომრიანი მანქანა კადიროვის ფოტოთი პანკისის ხეობაში ?- პანკისელები იმედოვნებენ, რომ საქართველოს ხელისუფლება ამას დაადგენს.

კადიროვები არიან პუტინის ხალხი, პუტინი კიდევ ჩვენ საქართველოს არ გვიყვარს , არც იმათი ხალხი გვიყვარს. იმას ვეკითხებოდი საიდან მოდის ეს ყველაფერი და მე მგონი ამას დაადგენენ“- აცხადებს პანკისის ხეობის მკვიდრი სერგო ფარეულიძე.

შეგახსენებთ, რომ პანკისის ხეობაში დღეს სპეცრაზმისა და დიდი რაოდენობით სამართალდამცველების მობილიზება მოხდა. ამის მიზეზი კი არსებული ინფორმაციით, კონფლიქტი გახდა. ადგილობრივების უკმაყოფილება რუსეთის სახელმწიფო ნომრებით მოძრავმა მანქანამ გამოიწვია, რომელზეც ჩეჩნეთის პრეზიდენტის, რამზან კადიროვის მამის, ახმად კადიროვის დიდი ზომის ფოტო იყო გაკრული. ადგილობრივების თქმით, მანქანებიდან სკანდირებდნენ „ახმადი ძლიერია“.

ამ ფაქტმა ადგილობრივების გაღიზიანება გამოიწვია. მათ ავტომობილებიდან ახმად კადიროვის ფოტოების მოხსნა მოითხოვეს, რასაც სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.

გაურკვეველობა იყო, რაღაც დროშასა და გარკვეულ სურათზე. მე თვითონ არ მინახავს სურათი, მაგრამ თქვეს, რომ კადიროვის სურათი იყო. პანკისის ხეობის დიდი ნაწილისთვის ეს ფოტო მიუღებელია, ამას ნამდვილად ექნება მიზეზი. არ მგონია, რამე პროვოკაციას ადგილი ჰქონოდა,“ – აცხადებს პანკისის ხეობის მკვიდრი ვახტანგ ფარეულიძე.

შსს-ს ინფორმაციით, ამ დროისათვის ხეობაში სიმშვიდეა.

pirveliradio.ge

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.