როგორ უნდა მოიქცეთ, თუ პირველ აპრილამდე მართვის მოწმობა ვერ შეცვალეთ

მოქალაქეებს, რომლებმაც 2018 წლის 1 აპრილამდე არ შეცვალა მართვის მოწმობა, მართვის უფლების არმქონე პირებად ითვლებიან. თუმცა, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, მართვის მოწმობის განახლება მოქალაქეებს პირველი აპრილის შემდეგაც შეუძლიათ.

ამასთან, სააგენტოს ინფორმაციით, მართვის მოწმობის შეცვლის მსურველებს ახალი დოკუმენტის ასაღებად არ მოუწევთ თეორიული და პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება.

დაინტერესებულმა პირებმა, მართვის მოწმობის შესაცვლელად მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ ფილიალში უნდა წარადგინონ: ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა, პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და არსებული მართვის მოწმობა.

მართვის მოწმობის შეცვლის ღირებულება 15 ლარია, დაკარგულის აღდგენის შემთხვევაში კი – 35 ლარი.

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.