როგორ შეიძლება ფულის შოვნა სახლიდან გაუსვლელად ტრეიდერობით?

კაპიტალის ბაზრის განვითარება, როგორც ქვეყნისთვის ისე მოქალაქეებისთვის ახალ შესაძლებლობას აჩენს, ეს ნიშნავს, რომ მათ აქვთ მოტივი გააკეთონ დანაზოგი, ჩაერთონ ბირჟაზე ვაჭრობის პროცესში – შეიძინონ აქციები და ამით სტიმული მისცენ , როგორც თავად კაპიტალის ბაზრის განვითარებას, ისე ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებს.


ბირჟაზე ვაჭრობა , მსოფლიოში უკვე კარგად ცნობილი და დამკვიდრებული პროფესიაა, რომელიც საქართველოშიც ნელ-ნელა პოპულარული ხდება. ტრეიდერი კი არის ადამიანი, რომელიც ვაჭრობს ფინანსურ ბაზარზე ვალუტით, აქციებითა და სხვა ფინანსური ინსტრუმენტებით.


რატომ არის საინტერესო ტრეიდერობა? ტრეიდერობა ნიშნავს-ხარჯების გარეშე გამოიმუშაო თანხები და ამავე დროს დამოკიდებული არ იყო ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესებზე- პოლიტიკურ სტაბილურობაზე, ეკონომიკურ ტენდენციებზე რაც ხშირ შემთხვევაში სხვადასხვა სფეროში ხელისშემშლელი ხდება .


ტრეიდერს შეუძლია ივაჭროს ფასთაშორის სხვაობაზე-ანუ დღეს შეუძლია იყიდოს და როდესაც ფასების ზრდის ტენდენცია იქნება გაყიდოს ან პირიქით. კონტრაქტის დადება სწორედ ფასზე ხდება.


ვაჭრობა შესაძლებელია მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან კვირაში 5 დღე, 24 საათის მანძილზე , ეს კი ტრეიდერობას ძალიან მოხერხებულ პროფესიად აქცევს.


მსოფლიო ფინანსურ ბაზარზე ვაჭრობა დღეს უკვე საქართველოდანაც შესაძლებელია – ლიცენზირებული კომპანია ვიპტრეიდის შუამავლობით.


ვიპტრეიდი არის შუამავალი ტრეიდერსა და ბაზარს შორის, რომელიც რეალურ რეჟიმში, რეალურ ფასებს ასახევს და აძლევს ლიკვიდურობის საშუალებას. მარტივად , რომ ვთქვათ, ადამიანს ნებისიერ დროს შეუძლია იყიდოს, ან გაყიდოს ნებისმიერი პროდუქცია სახლიდან გაუსვლელად, მსოფლიოს ნებისმიერის წერტილიდან და ფული გაანაღდოს მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში. 

კომპანიის საქმიანობა მკაცრად კონტროლდება საქართველოს ეროვნული ბანკისმიერ, რომელიც ფინანსურ მონიტორინგს ყოველდღიურად ახორციელებს.


ეროვნული ბანკის ზედამხედველობის ნორმები საკმაოდ მკაცრია და ნიშნავს, რომ ტერიდერის თანხები გამიჯნულია კომპანიის თანხებისგან, ასევე პლატფორმა არის გამართული და ლიკვიდურობა უზრუნველყოფილი.


ეროვნული ბანკის ლიცენზია არის გარანტი, რომ მომხმარებელი სრულად დაცულია ნებისმიერი თაღლითური სქემისგან.


ტრეიდერობა გარკვეულ ცოდნას და უნარების მოითხოვს, თუმცა ვიპტრეიდი ყველა დაინტერესებული პირისთვის სრულიად უფასო ტრეინინგებს და კონსულტაციებს ატარებს. სწავლების პროცესშივე ტრეიდერებს დემო ვერსიის მეშვეობით ვირტუალური თანხით რეალურ ბაზარზე ვაჭრობა შეუძლიათ.


კომპანიას აქვს ქართულენოვანი პლატფორმა, რომელიც სრულად ადაპტირებულია ქართულ კანონმდებლობასთან. ამას გარდა, ვიპტრეიდი სისტემაში ჩართული ანგარიშების დაცულობას, უსაფრთხოებას და ლიკვიდურობას უზრუნველყოფს.


საქართველოში კომპანიას 2 წლიანი გამოცდილება აქვს, ფლობს მომსახურების 4 ცენტრს, მათ შორის ერთი ქუთაისში მდებარეობს. 
როდესაც საქმე ფინანსებს ეხება მნიშვნელოვანია სანდო და გამოცდილი პარტნიორის მოძიება.ტრეიდერისთვისაც გადამწყევტი მნიშვნელობა აქვს – ვინ იქნება მისი შუამავალი მსოფლიო სავაჭრო ბირჟაზე.

https://commersant.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.