„როიტერსი”, „დოიჩე ველე” და “რადიო თავისუფლება” უგულავას დაკავებას ეხმიანებიან

უცხოური მედია „ევროპული საქართველოს“ წევრის გიგი უგულავას დაკავებას ეხმიანება. უგულავას განაჩენზე „როიტერსი”, „დოიჩე ველე” და “რადიო თავისუფლება” წერენ.

„როიტერსის” პუბლიკაციაში ვკითხულობთ, რომ 2012 წლიდან დღემდე კორუფციისა და სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით, საქართველოში ათობით ყოფილი მაღალჩინოსანია დაკავებული. სტატიაში წერია, რომ უგულავას 38-თვიან პატიმრობას ოპოზიცია პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს. გამოცემა საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციებსაც ეხმიანება და აღნიშნავს, რომ სამოქალაქო პროტესტის წინააღმდეგ გამოყენებული სადამსჯელო ზომების გამო, ბიძინა ივანიშვილის პარტია დასავლეთმა გააკრიტიკა. „

„რადიო თავისუფლება” და მისი პუბლიკაციის ავტორი ხაზს უსვამს იმას, რომ ივანიშვილის კრიტიკა მას შემდეგ დაიწო, რაც იგი ქვეყნის კულისებიდან მართვას სტილზე გადავიდა.

„დოიჩე ველეს” წერს, რომ უგულავა სასამართლოს განაჩენს „პოლიტიკურად მოტივირებულს” და ივანიშვილის „პერსონალურ გადაწყვეტილებას” უწოდებს. 

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.