რომელ არხზე გაგრძელდება „ჩემი ცოლის დაქალები“?

„ჩემი ცოლის დაქალები” რუსთავი2-ის ნაცვლად ახალი ტელეკომპანიის ეთერში გამოჩნდება, თუმცა ეს არ იქნება ნიკა გვარამიას მიერ დაფუძნებული „მთავარი არხი”. პოპულარული ქართული სერიალი „ფორმულა კრეატივის” ახალ ტელეკომპანიის ეთერში გავა, რომელსაც ყოფილი თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილი აფინანსებს.

დავით კვირცხალია, „გრიშა კაკაჩიას” როლის შემსრულებელი:

„წავყვებით და „კრეატივთან” ერთად სიამოვნებით ვიმუშავებთ. კერძო საუბარში მითხრეს, რომ მალე იქნება ახალი ტელევიზია. ჩვენ მიწვეული მსახიობები ვართ. მომივა სცენარი, გავეცნობი, მომაკითხავს მანქანა, გადამიღებენ და მიშვებენ. ჩემთვის წარმოუდგენელი ბედნიერებაა ქეთი დევდარიანი, რომელსაც შეუძლია ჩვენზე იფიქროს ამდენი წელი! ოჯახი აქვს, ალბათ – პრობლემებიც, მაგრამ სიამოვნებით წერს ჩვენზე სცენარებს. კიდევ, რეჟისორი გიორგი ლიფონავა რომ არ ყოფილიყო, ჩემი როლი ალბათ ასე არ განვითარდებოდა”.

ზურაბ ანთელავა, „კვაზი მანტკავას” როლის შემსრულებელი:

„შემოქმედება და პოლიტიკა უნდა გავმიჯნოთ ერთმანეთისგან. ჩვენ ჩვენს სათქმელს ვამბობთ. ჩვენს წუხილს ვამბობთ და საზოგადოებას ვაჩვენებთ, რა გვაქვს სამკურნალო. ადამიანის მისი სწორედ ეს არის”.

წყარო: პრაიმტაიმი

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.