“როცა ამ კომპანიამ ტენდერში მიიღო მონაწილეობა, შავ სიაში არ იმყოფებოდა” – კალაძე “ყვარელრელმმშენზე“

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, კომპანია, რომელმაც მეტროს სადგურის ჭერის სარეაბილიტაციო სამუშაოები შეასრულა, ე.წ. შავ სიაში 2015 წელს იყო შესული, მას დისკვალიფიკაციის ერთწლიანი ვადა გაუვიდა და ამის შემდეგ მიიღო გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობა.

“მე კომპანიას ხელს არ ვაფარებ. მას თავიანთი მოეკითხება, გამოძიება ყველაფერს დაადგენს, თუმცა, სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ როცა ამ კომპანიამ ტენდერში მიიღო მონაწილეობა, შავ სიაში არ იმყოფებოდა. შავ სიაში რომ ყოფილიყო, ფიზიკურად ვერ მოახერხებდა ტენდერში მონაწილეობის მიღებას“, – განაცხადა კახა კალაძემ “ტვ პირველის” პირდაპირ ეთერში.

შეგახსენებთ, რომ მეტროსადგურ “ვარკეთილის” სარეაბილიტაციო სამუშაოები 5 თვის წინ დასრულდა და ის შპს “ყვარელრელმმშენმა“ 347 852 ლარად განახორციელა.

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.