რუსებმა სოხუმის აეროპორტის აღდგენა დაიწყეს, ფრენები მომავალი ზაფხულიდან განახლდება

სოხუმის აეროპორტს, რომელიც 1993 წლიდან აღარ ფუნქციონირებს, რესტავრაცია ჩაუტარდება. ხოლო აეროპორტის ინფასტრუქტურა მთლიანად შეიცვლება. მის აღდგენას კი რუსი ბიზნესმენები კრემლის თხოვნით განახორციელებენ. ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრმა ვალერი ბგანბამ პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა.

მისი ცნობით, რუსებმა უკვე დაიწყეს სოხუმის აეროპორტის საპროექტო-კვლევითი სამუშაოები. პარალელურად კი მიმდინარეობს მოლაპარაკება „სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციასთან („იკაო”) სოხუმის აეროპორტის ფუნქციონირების აღდგენაზე.

ბგანბამ არ ისურვა ამ ბიზნესმენთა ვინაობის გამჟღავნება, თუმცა თქვა, რომ ისინი „რუსეთის პოლიტიკური ლიდერებთან შეთანხმებით და მათი მხარდაჭერით მოქმედებენ.”

ბგანბას განცხადებით, მომავალი წლის ზაფხულში აეროპორტის აღდგენა უკვე დასრულებული იქნება და შესაძლებელი გახდება სოხუმის აეროპორტში ფრენების დაწყება. მისი თქმით, სოხუმის აეროპორტი ბევრად უფრო მოსახერხებელია და ყოველთვის მნიშვნელოვან როლს თამაშობდა. ასევე აღნიშნა, რომ აეროპორტის ინფრასტრუქტურა სრულად უნდა შეიცვალოს, რაც გაზრდის მის შესაძლებლობებს.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან” საუბრისას აცხადებს, რომ კრემლი დიდი ხანია საუბრობს სოხუმის აეროპორტის აღდგენასა და ფრენების განხორციელებაზე, რაც, მისი აზრით, ვერ მოხდება. ასევე აღნიშნა, რომ ამ ყველაფერს საქართველოს ნებართვაც სჭირდება.

„ეს იქნება ადგილობრივი ფრენა, ასე უფრენია მანამდეც სოხუმის აეროპორტში თვითმფრინავებს; რუსეთის მიერ დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ, ლავროვიც კი სახელმწიფო თვითმფრინავით ჩაფრინდა სოხუმის აერპორტში.

„საქართველოს ნებართვის გარეშე სოხუმის აერპორტი ვერ გახდება საერთაშიროსო კატეგორიის აეროპორტი. შესაძლო ეფექტური ასაფრენ-დასაფრენი ბილიკი ჰქონდეს, მაგრამ ის არ იქნება საერთაშორისო, არამედ მხოლოდ ადგილობრივ-რუსული აეროპორტი. ძალიან ცოტა ადამიანი მოძრაობს, ამიტომ ის აეროპორტი ვერც იფუნქციონირებს. ადლერიდან მატარებელიც კი ვერ დადის ხშირად. როდესაც ადლერის აეროპორტი ასე ახლოს გაქვს, არავითარი საერთაშიროსო ფრენები ასე ახლოს სოხუმში არ განხორციელდება.

„ეს არის იდეა, რომელიც დიდი ხანია არსებობს. როგორც კი რუსეთმა აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა, ეს იდეა ჰაერში ფრიალებს. მას განხორციელება არ უწერია. თანაც ამის წინააღმდეგ საქართველო წავა. ასევე პრაქტიკულად შეუძლებელია ადლერის აეროპორტის გვერდზე ასე ახლოს სხვა ტიპის აეროპორტიც იყოს,” – აღნიშნა მან.

ზაქარეიშვილის განცხადებით, ყველაზე კარგ შემთხვევაში შესაძლოა კავკასიის ქალაქებიდან განხორციელდეს ფრენები სოხუმში, რაც, მისი თქმით, უფრო მეტად ფანტაზიის ნაყოფს წარმოადგენს.

„უკეთეს შემთხვევაში, კავკასიის ქალქებიდან პატარა თვითმფრინავებმა კვირაში ერთხელ იფრინოს, ისიც ფანტაზიის დონეზე, რადგან ასეთი ტრანსპორტი ძვირი ჯდება; ადამიანების უმრავლესობას მანქანებით, ავტობუსებით და თუნდაც, კრინიგზით გადაადგილება ურჩევნია, ვიდრე ფული ისეთ ტრანსპორტში ხარჯონ, რომელიც არ არის გარანტირებულად უსაფრთხო, აერორტის არარსებობის გამო,” – აცხადებს ზაქარეიშვილი.

მისივე თქმით, „იკაო” მხოლოდ საერთაშირისო ნებართვას გასცემს, რასაც სოხუმის აეროპორტი ვერ მიიღებს; და საერთოდ, სოხუმის აეროპორტის ფუნქციონირება მთელ რიგ პრობლემებთან არის დაკავშირებული, რომელიც ასე მარტივად ვერ მოგვარდება.

„იკაო”-ს შეუძლია მხოლოდ საერთაშორისო ფრენებზე ჩაერიოს; ფრენები თუ იქნება ადლერიდან სოხუმში, სოხუმიდან კრასნოდარში – ეს უკანონი ფრენები იქნება, რაც „იკაო”-ს სტანდარტებით გათვალისწინებული არ არის.

„საერთაშიროსი ფრენა მხოლოდ ნებართვა არ არის, ეს არის უსაფრთხოება, აეროპორტის მდგომარეობა, მიღება, გასტუმრება და სხვა უამრავი სისტემა. ეს არის მთელი კომისიების ჩასვლა, შემოწმება. მილიონი საკითხია, რომელიც ვერ მოგვარდება. ამიტომ ამაზე ლაპარაკიც კი დროის ხარჯვაა,” – განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

სოხუმის აეროპორტი სოხუმიდან 18 კილომეტრში, გულრიფშის რაიონის სოფელ ბაბუშერაში მდებარეობს. მან ფუქნციონირება აფხაზეთის ომის დასრულების შემდეგ, 1993 წელს „იკაოს” გადაწყვეტილებით შეწყვიტა.

თამარ შუკვანი

resonancedaily.com

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.