რუსეთის არმიას ხელიც კი გაეხსნება და რაც შეიძლება სწრაფად მოახერხებს საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლას – აგლაძე კობი-გუდაურის ჩქაროსნული მაგისტრალის გახსნაზე

საქართველოს ატლანტიკური საბჭოს წევრი ზურაბ აგლაძე ამბობს, რომ კობი-გუდაურის მაგისტრალის გახსნით, ქვეყანა სერიოზული საფრთხის წინაშე დგება. მისი თქმით, რუსეთის არმიას გზა ეხსნება და სურვილის შემთხვევაში რუსული არმია საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლას სწრაფად შეძლებს. 

„ჩვენ სახეზე გვაქვს, რუსეთი როგორ მოქმედებს საქართველოში, ამიტომ კიდევ ერთ მაგისტრალის გახსნა, გაფართოება, რომლითაც რუსეთის არმიას ხელიც კი გაეხსნება და რაც შეიძლება სწრაფად მოახერხებს საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლას, ვფიქრობ, რომ უსაფრთხოების კუთხით, ძალიან დიდი კითხვის ნიშანი ისმება ამ პროექტთან დაკავშირებით,“-ამბობს საქართველოს ატლანტიკური საბჭოს წევრი ზურაბ აგლაძე.

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.