რუსეთის ექსპანსიონიზმს საქართველოში, აშშ-ს მომზადებული გამბედავი ახალგაზრდები ეწინააღმდეგებიან-პომპეო

სახელმწიფო მდივნობის კანდიდატს მაიკლ პომპეოს დღეს დამტკიცებამდე სენატში მოუსმენენ, პარლამენტში გამოსვლის წერილობითი ჩვენება თეთრმა სახლმა წინასწარ გამოაქვეყნა. სადაც ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი რუსეთის აგრესიული ქმედებების წინააღმდეგ მიმართულ ზომებზე ისაუბრებს, კონტრქმედებების სიაში საქართველოს მხარდაჭერაც შევიდა. პომპეო აცხადებს, რომ რუსეთთან მიმართებაში რბილი ძალის პოლიტიკა დასრულდა და აშშ-ს ახლანდელი ადმინისტრაციის უკვე გადადგმული საპასუხო ნაბიჯები პუტინს ძვირად უჯდება. “ჩვენ ვქმნით ძლიერ არმიას და ბირთვულ შემაკავებელ ძალებს, ჩვენ მკაცრი სანქციები დავაწესეთ, ქვეყნიდან, ცივი ომის შემდეგ, ყველაზე დიდი რაოდენობა რუსი დიპლომატი და დაზვერვის ოფიცრი გავაძევეთ. ჩვენ ვამზადებთ მამაც ახალგაზრდებს, რომლებიც ეწინააღმდეგებიან რუსეთის ექსპანსიონიზმს უკრაინასა და საქართველოში. აცხადებს პომპეო.

წყარო: pirveliradio.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.