რუსეთის ოპოზიციამ საქართველოს მთავრობას პუტინის მარიონეტები უწოდა

პუტინის მარიონეტულ მთავრობად საქართველოს მოქმედი ხელისუფლება, რუსეთის ოპოზიციის ერთ ერთმა ლიდერმა, ალექსანდრ ნავალნიმ, გუშინ საკუთარ იუთუბ არხზე საქართველოში მიმდინარე მოვლენების შეფასებისას მოიხსენია.

ნავალნიმ მკაცრად გააკრიტიკა რუსეთის პრეზიდენტი და მას საკუთარი ხალხის გეოპოლიტიკური მიზნებისათვის მანიპულირებაში დასდო ბრალი:

“გთხოვთ მიაქციოთ ყურადღება, პუტინი თავისი გეოპოლიტიკური მიზნებისათვის რეგიომში არა დიპლომატიას, თუნდაც უკვა არა სამხედრო ძალკას არამედ საკუთარ ხალხს იყენებს, არ მოეწონა რაღაცა ეგვიპტეში გააუქმა ყველა ფრენა და ტურისტული ვიზიტი, ასე იტო თურქეთთაბ მიმართებაში, ასეა ახლავ საქართველოში. სადაც თბილისის ცენტრში ხალხი შეიკრიბა და საკუთარ მთავრობას პასუხი მოსთხოვა, ვიმეორებ საკუთარ მთავრობას, ვიღაც კომუნისტი გავრილოვის თავხედობის გამო, რომლი გვარიც პირველად გაიგო რუსეთის 99% მა, პუტინი აღშფოთდა და აკრძალა ფრენები და დასვენება საქართველოში, ის კი არ უკითხავს რა უნდა ქნას იმ 155 ათასმა რუსმა, რომლებმაც საგზურები უკვე შეიძინეს, 25 ათასმა ადამიანმა რომლებსაც ბრონის გაუქმება უწევს, და საერთოდ იმ 2 მილიონმა ვინც საქართველოში წელს დასვენება დაგეგმა, რა უნდა ქნან ავიაკომპანიებმა რომლებმაც სამი მილიარდი იზარალეს, ან კიდევ რა უნდა ქნას იმ ათეულ ათასობით რუსმა რომლებიც ახლა საქართველოშია, ე3ს პუტინს არ აინტერესებსმ ჩვენი ჯიბეების ხარჯზე სურს მას გეოპოლიტიკის კეთება, ის ჩვენით, უბრალო ხალხით მანიპულირებს.” – აცხადებს ნავალნი.

“გურიის მოამბე “

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.