რუსეთი განაგრძობს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას – ამერიკის ვიცე პრეზიდენტი

რუსეთი მეზობელი ქვეყნების ტერიტორიების ოკუპაციას განაგრძობს. ამის შესახებ ამერიკის ვიცეპრეზიდენტმა მაიკ პენსმა პოლონეთის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

„ჩვენ ვიცით, რომ კიდევ ბევრი მიმართულებით მოგვიწევს მუშაობა, რადგანაც ხანგრძლივი მოლაპარაკებების მიუხედავად, რუსეთის ჯარებს ჯერ კიდევ უკანონოდ აქვს ოკუპირებული საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიების დიდი ნაწილი,“ – აღნიშნა პენსმა.

აშშ-ის ვიცეპრეზიდენტი მაიკ პენსი პოლონეთში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა. მან ქვეყნის პრეზიდენტ ანდჟეი დუდასთან შეხვედრის შემდეგ, გერმანია რუსეთზე ენერგოდამოკიდებულების გამო გააკრიტიკა. 

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.