რუსეთმა დაიწყო საქართველოს წინააღმდეგ ომი… რუსეთი შემოესია საქართველოს, მათ შორის ტერიტორიებზე და არა მხოლოდ საჰაერო სივრცეში – წულუკიანი

ჩვენი პოზიცია არის ერთადერთი, უცვლელი, რომ რუსეთმა დაიწყო საქართველოს წინააღმდეგ ომი – ეს განცხადება, საქართველოს იუსტიციის მინისტრმა გააკეთა. თეა წულუკიანი დღეს პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ზურაბიშვილმა საქართველო 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყებაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულა.

წულუკიანის განცხადებით, საქმეები ამ დროისთვის არსებობს საერთაშორისო სასამართლოშია და რუსეთის მიერ ომის დაწყებას არაერთი მტკიცებულება ადასტურებს.

“რუსეთი შემოესია საქართველოს, მათ შორის ტერიტორიებზე და არა მხოლოდ საჰაერო სივრცეში. საქართველოს ისტორიაში ძალიან მალე, პირველად გვექნება სასამართლო გადაწყვეტილება, რომელიც იტყვის, რომ რუსეთი არის ოკუპანტი. ეს არის პოზიცია, რასაც მე ვიზიარებ, რაზეც მყარად დგას ჩვენი მთავრობა, ჩვენი პოლიტიკური გუნდი და პარტია და დღეს მე არ ვაპირებ, რომ რაიმე კომენტარი ვაკეთო ნებისმიერ ისეთ განცხადებაზე, რომელიც თუნდაც ოდნავ განსხვავდება ამ პოზიციისგან,”-განაცხადა თეა წულუკიანმა.

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.