რუსეთმა და ესტონეთმა ჯაშუშობაში ბრალდებული მოქალაქეები გაცვალეს

რუსეთმა და ესტონეთმა ჯაშუშობაში ბრალდებული მოქალაქეები გაცვალეს. DW.com-ის ცნობით, ამის შესახებ ინფორმაციას ესტონეთის უსაფრთხოების პოლიცია (KaPo) ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, რუსეთმა ესტონეთს ამავე ქვეყნის მოქალაქე რაივო სუსი, ხოლო ესტონეთმა რუსეთს არტემ ზინჩენკო გადასცა. ორივე მსჯავრდებული შეიწყალეს.

რაივო სუსი რუსეთის უშიშროების სამსახურმა 2004 წლის თებერვალში შერემეტევოს აეროპორტში დააკავა, როცა ის ტაჯიკეთიდან ტალინში მიემგზავრებოდა. მედიის ინფორმაციით, იგი ჩართული იყო საავიაციო ბიზნესში, ასევე იარაღით, საბრძოლო მასალისა და ჯავშანტექნიკის ვაჭრობაში.

2017 წლის დეკემბერში მოსკოვის საქალაქო სასამართლომ მას ჯაშუშობის მუხლით ბრალი წაუყენა. არტემ ზინჩენკო, რომელიც 2013 წლიდან ესტონეთში ცხოვრობდა, 2017 წლის 9 იანვარს დააკავეს. მაისში, სასამართლომ მას 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა რუსეთის დაზვერვის სააგენტოსთან თანამშრომლობისა და ესტონეთის უსაფრთხოებისთვის საფრთხის შექმნისთვის.

წყარო: ipress.ge

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.
%d bloggers like this: