რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს ხილ-ბოსტნეულის შეტანა აუკრძალა

ოკუპირებული სოხუმი 2 აპრილიდან რუსეთში ხილს და ბოსტნეულს ვეღარ შეიტანს. გადაწყვეტილება რუსეთის სოფლის მეურნეობის ზედამხედველობის სამსახურმა მიიღო. უწყების ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს ზომა რუსეთის ტერიტორიაზე ფაროსანას გავრცელებას ხელს შეუშლის. აიკრძალება ასევე ხის ყუთები და სხვა შესაფუთი საშუალებების შეტანაც. უწყებამ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ინსპექციის შემდეგ დაადგინა, რომ ფაროსანამ პროდუქციის დიდი ნაწილი დააზარალა.

წყარო: pirveliradio.ge

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.