რუსეთმა ქართულ ალკოჰოლურ სასმელზე კონტროლი გაამკაცრა – “ქართული ოცნების” რუსული თამაში და პირველი ეკონომიკური კრახი?

რუსეთმა საქართველოდან იმპორტირებულ ალკოჰოლურ სასმელზე კონტროლი გაამკაცრა. გადაწყვეტილება Роспотребнадзор-მა მიიღო.

მათი განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილება ალკოჰოლური სასმელების ხარისხის გაუარესების გამო მიიღეს.

“გადაწყვეტილება რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე საქართველოდან შემოტანილი ალკოჰოლური პროდუქციის ხარისხისა და უსაფრთხოების მონიტორინგის გამო მიიღეს, რადგან ამ პროდუქციის ხარისხის გაუარესება ფიქსირდება”, – იუწყება Роспотребнадзор-ი.

მათი ინფორმაციით, 2014 წლიდან 2018 წლამდე დაბალი ხარისხის ალკოჰოლური სასმელების რაოდენობა 2.9-ჯერ გაიზარდა და 2018 წელს – 203 ათასი ლიტრი შეადგინა.

Роспотребнадзор-ი.ს შეზღუდვები შეეხო: “ბაგრატიონი -1882, შპს ბოლერო და კომპანია, შპს “კახეთის ტრადიციული მეღვინეობა”, შპს “ბადაგონი”, ქართული ღვინის სახლი, შპს “ქართული ღვინის კორპორაცია”, “ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კომპანია”, შპს “ბატონი”.

თბილისში, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე გენერალური სესია ჩატარდა, რომელიც 19 ივნისს სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში გაიხსნა. რაც 20 ივნისს პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში გაგრძელდა.

პარლამენტის სპიკერისთვის განკუთვნილი ადგილიდან, დელეგატებს ასამბლეის პრეზიდენტმა, რუსეთის დუმის დეპუტატმა, კომუნისტური პარტიის წევრმა, სერგეი გავრილოვმა მიმართა.

მას შემდეგ, რაც სერგეი გავრილოვმა საქართველოს პარლამენტის სასესიო დარბაზში პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის სავარძელი დაიკავა და რუსულ ენაზე სიტყვით გამოვიდა, ხელისუფლების ოპოზიციამ პროტესტი ჯერ პარლამენტში გამოხატა, რომელსაც მალევე საპარლამენტო უმრავლესობა შეუერთდა, შემდეგ კი, საზოგადოებრივი მღელვარება საპროტესტო აქციაში გადაიზარდა.

გვიან ღამით, შსს-ს სპეცრაზმმა პარლამენტის შენობის წინ აქციის მონაწლეების დასაშლელად ცრემლსადენი აირი,  წყლის ჭავლი და რეზინის ტყვიები გამოიყენა.

როგორც გადაუდებელი სიტუაციების მმართვის ხელმძღვანელმა ავთანდილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, ჯამში კლინიკებში 240-მდე პაციენტი გადაიყვანეს, მათ შორის 80-მდე პოლიციელი.

“ჯამში კლინიკებში გადაყვანილი იქნა 240-მდე პაციენტი. მათ შორის 80-მდე პოლიციელი. ამჟამად კლინიკებში რჩება 102 პაციენტი. ნიუ ჰოსპიტალში რჩება 18-მდე პაციენტი, რომელთა შორის 2 პაციენთან მოხდა თვალი ენაპლუაცია “,-განაცხადა თორნიკე თალაკვაძემ.

ipress.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.