რუსეთში სმარტფონები და ნოუთბუქები არ წაიღოთ-აშშ-ს კონტრდაზვერვა

აშშ-ს კონტრდაზვერვის ოფიცერი უილიამ ევანინა ამერიკელებს ურჩევს, რუსეთში ფეხბურთის ცემპიონატზე დასასწრებლად გამგზავრებისას თან ელექტრონული მოწყობილობები, ტელეფონები, ნოუთბუქები თან არ წაიღონ. ისინი შესაძლოა რუსეთის მთავრობასთან დაახლოებული ხაკერების თავდასხმის ობიექტები გახდნენ, რის გამოც მათი პერსონალური მონაცემები რუსული სპეცსამსახურების ხელში აღმოჩნდება. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. “თუ თქვენ გეგმავთ თან წაიღოთ მობილური ტელეფონი, ნოუთბუქი ან სხვა მოწყობილება, გაფრთხილებთ, არ დაუშვათ შეცდომა, ამ მოწყობილობების ნებისმიერი მონაცემები, განსაკუთრებიტ თქვენი პირადი ინფორმაცია, შესაძლებელია რუსეთის მთავრობის ან კიბერდამნაშავეების ხელში აღმოჩნდეს, ყველაზე დიდი რისკის ქვეშ თანამდებობის პირები არიან, თუ ტქვენ გჭირდებათ ტელეფონი, აიღეთ სხვა, რომელსაც არ ხმარობთ და როცა არ ხმარობთ აკუმულატორი ამოიღეთ.”-განაცხადა ევანინამ. სააგენტოს ცნობით, წყარომ მათ გაუნდო, რომ ანალოგიური რეკომენდაცია დიდი ბრიტანეთის სპეცსამსახურებმაც გაავრცელეს.

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.