რუსეთში სოციალურმა უთანასწორობამ 1905 წლის დონეს მიაღწია

2017 წელს რუსეთში, პოსტსაბჭოთა პერიოდში,  ყველაზე დაბალი ინფლაცია – 2,5%  დაფიქსირდა.

რუსეთის უმაღლესი ეკონომიკური სკოლის დირექტორის სვეტლანა მისიხინას თქმით, ინფლაციამ გამოიწვია ის, რომ 2006 წლიდან სოციალური უთანასწორობა ყველაზე დაბალ დონემდე დავიდა. როსსტატის მონაცემებით, ამ პერიოდში ჯინის კოეფიციენტმა  (ქონებრივი უთანასწორობის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და სანდო ინდიკატორი) შეადგინა 0, 410 – ამაზე დაბალი ეს მაჩვენებელი იყო მხოლოდ 2005 წელს  – 0,409.

2018 წელს უთანასწორობის დონის სწრაფი ზრდა გაგრძელდა. ინფლაციის დაჩქარებისა და საბიუჯეტო სფეროში ხელფასების ზრდის შენელების გამო, 2019 წლისთვის უთანასწორობის დონე საგრძნობლად გაიზრდება.

2018 წელს ჯინის კოეფიციენტი გაიზრდა 0,400-დან 0,402-მდე, რაც დაკავშირებულია იმასთან, რომ მოსახლეობის ყველაზე შეძლებული 20%-ის შემოსავლები ბევრად უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე ყველაზე გაჭირვებული 40%-ის.

ეკონომიკის უმაღლესი სკოლის კვლევამ აჩვენა, რომ შემოსავლების სტრუქტურაში ყველაზე სწრაფად (6,3%) იზრდება ე.წ. „ნაცრისფერი“, ანუ, არადეკლარირებული ხელფასები. ნაკლებია ზრდა ისეთ სეგმენტებში, როგორიცაა სამეწარმეო შემოსავლები (1,55%) და სოციალური შემწეობები (2,5%).

საკუთრებისგან მიღებული შემოსავლები შემცირდა 7,4%-ით.

ეკონომიკის უმაღლესი სკოლის პროგნოზით, 2019 წელს რუსეთში ინფლაცია გაიზრდება 5,1%-მდე, ხოლო ქვეყნის ცენტრალური ბანკის ვარაუდით, ეს მაჩვენებელი მიაღწევს 6%-ს, რაც დაკავშირებულია 2019 წელს დღგ-ს განაკვეთის 20%-მდე ზრდასთან.

ამასთან ეკონომიკის სამინისტროს პროგნოზით, 2019 წელს ხელფასების ზრდა თითქმის შეწყდება და შეადგენს 1,4%-ს.

„ამიტომ სამომხმარებლო ინფლაციის ზრდა და ხელფასების ფაქტობრივი გაყინვა იწვევს უთანასწორობის დონის საგრძნობ მატებას,“  – თვლის სვეტლანა მისიხინა.

ფინანსური კვლევების ინსტიტუტის დირექტორის ვლადიმერ ნაზაროვის განცხადებით კი, 2005 წლიდან ჯინის კოეფიციენტი მცირდებოდა და ამჟამინდელი ზრდაც არ იქნება დრამატული – ის გაიზრდება, თუმცა უმნიშვნელოდ.

„2018 წელს დაფიქსირდა ხელფასების ზრდა საბიუჯეტო სფეროში, რაც 2019 წელს არაა მოსალოდნელი. რა თქმა უნდა, ეს გამოიწვევს უთანასწორობის ინდექსის ზრდას, რის გამოც ქვეყნის ფინანსური პრობლემებიდან გამომდინარე, სავარაუდოდ, უთანასწორობის ზრდაც გაგრძელდება. შესაძლებელია, ჯინის კოეფიციენტის ზრდა ნაწილობრივ მაინც შეაჩეროს დაგეგმილმა საპენსიო რეფორმამ,“ – განაცხადა ნაზაროვმა.

საერთაშორისო კვლევის World Inequality Report-ის თანახმად, 2018 წლის რუსეთის სოციალური უთანასწორობამ მიაღწია 1905 წლის დონეს.

კერძოდ, მთლიანი ეროვნული შემოსავლის 45,5%-ს ფლობს მოსახლეობის ყველაზე შეძლებული 10% – რაც თითქმის მთლიანად ემთხვევა 1905 წლის მაჩვენებელს.

საშუალო სტატისტიკური რუსის შემოსავალი 2017 წელს  წელიწადში 23 000 ევროს შეადგენდა, ანუ 55 000 რუბლს თვეში.  თუმცა ეს მხოლოდ თეორიულად – შემოსავლები ნაწილდება არათანაბრად – მოსახლეობის 50%-ზე  (57,5 მლნ. ადამიანი). რეალური და არა სტატისტიკური შემოსავალი შეადგენს მხოლოდ 7 800 ევროს წელიწადში, მაშინ, როდესაც ყველაზე შეძლებული 10%-ის შემოსავალმა წელიწადში  105 500 ევროს მიაღწია.

RBC

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.