“რუსთავი 2” გია ცერცვაძის ოჯახს სახლს უყიდის და 1000 ლარიან სტიპენდიას დაუნიშნავს

“რუსთავი 2”-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ,  განაცხადა რომ “რუსთავი 2”  გარდაცვლილი ქართველი ვიცე-პოლკოვნიკის გია ცერცვაძის ოჯახს სახლს უყიდის და ყოველთვიურად სტიპენდიას დაუნიშნავს:

“ვინც გუშინ PS-ში უყურა გარდაცვლილი გმირი ჯარისკაცის, გია ცერცვაძის ოჯახის შესახებ სიუჟეტს, დამეთანხმება, რომ უმძიმესი სანახაობა იყო. კარგი იქნებოდა, ფონდ ქართუს, ტოტალიზატორში მოთამაშეების და აიფონით მობლატავეებისთვის ვალების ჩამოწერის ნაცვლად, ასეთ ადამიანებზე დაეხარჯა ფული. ეს იქნებოდა ქველმოქმედება, მარგამ ფონდ ქართუს ახლა (და ყოველთვისაც) ამომრჩევლების ხმების მოსყიდვა აინტერესებს.

რ2მა ამასობაში გადავწყვიტეთ: გორში, უკიდურეს სივიწროვეში მცხოვრებ ოჯახს ვუყიდოთ სახლი, სადაც შეძლებენ ღირსეულად ცხოვრებას და ბავშვების სრულწლოვანებამდე ოჯახს დავუნიშნოთ ყოველთვიური სტიპენდია ათასი ლარის ოდენობით.”-წერს ნიკა გვარამია

ფაქტები.ჯი

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.