“რუსთავი-2”-ის შენობასთან ჯგუფურად ჩადენილი ხულიგნობის ბრალდებით, შსს-მ კიდევ 2 პირი დააკავა

“რუსთავი-2”-ის შენობასთან ჯგუფურად ჩადენილი ხულიგნობის ბრალდებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ კიდევ 2 პირი დააკავა. შსს-ს ინფორმაციით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, სამართალდამცველებმა ოლეგ დანგაძე და დევი ჩილიაშვილისაკუთარ სახლებში დააპატიმრეს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 19 მარტს ტელეკომპანია “რუსთავი-2”-ის შენობასთან ჯგუფური ხულიგნობა ჩაიდინეს.

დანაშაული ჯარიმას ან 2-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, ჯგუფურად ჩადენილი ხულიგნობის, სხვისი ნივთის დაზიანებისა და ძალადობის ბრალდებით, სულ 8 პირია დაკავებული.

წყარო: pirveliradio.ge

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.