„რუსთავი 2“ რეგიონულმა ჟუნრალისტებმაც დატოვეს

„რუსთავი 2″-დან რეგიონული ჟურნალისტებიც მიდიან. გუშინ კურიერი კახეთის ბიუროს ჟურნალისტმა, ია გულიაშვილმა და ემა გოგოხიამ დატოვა.

ათი წელია, მის გარეშე არ მიცხოვრია, არ მიმიტოვებია, არ მივუტოვებივარ. ვემშვიდობები ჩემს სახლს, საიდანაც ჯერ კიდევ 2015 წელს ცდილობდა მისი მფლობელი ხალვაში ჩემს გაგდებას.მშვიდობით არა, ნახვამდის,- წერს ია გულიაშვილი სოციალურ ქსელში.

ია გულიაშვილი რუსთავი 2-ში 2009 წლიდან მუშაობდა.

ტელეკომპანია „რუსთავი 2″ ასევე დატოვა, სამეგრელო-ზემო სვანეთის კორესპონდენტმა ემა გოგოხიამ.

„იქ სადაც სამშობლოს ოკუპანტზე ოკუპანტს ვერ იტყვი ვერ გაჩერდები. მე ვარ ჩემი გუნდის გვერდით” – აცხადებს ემა გოგოხია.

თეა ვარშალომიძე, აჭარის კორესპონდენტი: „მეგობრებო, დროა საჯაროდ გავახმოვანო ჩემი პოზიციაც, რომელიც ჩემი მეგობრებისთვის ცნობილია უკვე რამდენიმე დღეა. რა თქმა უნდა ვდგავარ იქ, სადაც ჩემი გუნდია და რომელ გუნდთან ერთადაც გავატარე ჩემი ცხოვრების ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი. ვარ ამაყი, რომ ბოლო 14 წლის აჭარის ისტორიის დაწერაში ჩემი წვლილი მაქვს შეტანილი”.

შეგახსნებთ, რომ გუშინ სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2″-ი კურიერის თითქმის ყველა ჟურნალისტმა დატოვა.

ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა, პაატა სალიამ, არხიდან საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე და ტელეკომპანიის სხვა ცნობილი სახეები გაათავისუფლა. პროტესტის ნიშნად, ტელეკომპანია პირდაპირ ეთერში „კურიერის წამყვანებმა, დიანა ჯოჯუამ და მიშა სესიაშვილმა დატოვეს. ამის შემდეგ „კურიერი” ეთერში აღარ გასულა

წყარო: პრაიმტაიმი

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.