“რუსთავი 2-ს” პირადად ბიძინა ივანიშვილი ყიდის – პოლიტიკოსები ქიბარ ხალვაშის ნაბიჯებს აფასებენ

„რუსთავი 2-ის“ გაყიდვა დღეს მთავარი პოლიტიკური თემა გახდა. ქიბარ ხალვაშის განცხადებაში ოპოზიციას არ გასჭირვებია იმის დანახვა, რომ ამ პროცესის უკან ბიძინა ივანიშვილი დგას, რომელსაც ტელევიზიის გადაფორმებიდან 25 დღეში ნერვებმა უმტყუნა და პარტიზანული ომიდან ბრძოლის წინა ხაზზე გამოსვლა გადაწყვიტა.

ხელისუფლების ოპონენტები ფიქრობენ, რომ „რუსთავი 2-ს“ ყიდის და ყიდულობს ივანიშვილი, დანარჩენი ყველა კი მისი პოლიტიკური თამაშის მონაწილეა.

ქიბარ ხალვაშის მთავარი მცველი დღეს „ქართული ოცნება“ იყო. ოპოზიციის ბრალდებებს, ივანიშვილის პარტიის ლიდერებმა პოლიტიკური სპეკულაციას უწოდეს.

ოპოზიციისთვის ქიბარ ხალვაშის ყველა გზა ერთ მიზნამდე მიდის, შეიცვალოს „რუსთავი 2-ის“ სარედაქციო პოლიტიკა.

ირაკლი ოქრუაშვილი პარტიაში ამბობენ, რომ ქიბარ ხალვაშის ნაჩქარევი გადაწყვეტილება გაყიდვაზე პირდაპირ ადასტურებს, რომ პროცესები ბიძინა ივანიშვილის მხრიდან იმართება. ირაკლი ოქრუაშვილი “რუსთავი 2-ის” მფლობელობაზე სასამართლოში ამ დრომდე დავობს.

ხელისუფლების ოპონენტები დარწმუნებულები არიან, რომ საჯარო რეესტრში რა სახელი და გვარითაც არ უნდა დაფიქსირდეს, ოფიციალურად, „რუსთავი2-ის“ მფლობელად, მასზე გადაწყვეტილებების მიმღები ბიძინა ივანიშვილია. ახალი მესაკუთრეც მხოლოდ იმ ნაბიჯებს გადადგამს, რაც ბიძინა ივანიშვილის სურვილი იქნება. 

ავტორი: ნინო სამყურაშვილი

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.