რუსთავში, შეიარაღებული არასრულწლოვნები ლომბარდში შეიჭრნენ (ვიდეო)

რუსთავში, ლეონიძის ქუჩაზე მდებარე ტექნიკის ლომბარდში ორი არასრულწლოვანი შეიჭრა. არსებული ინფორმაციით, მათგან ერთ-ერთმა, რომელსაც ხელში დანა ეჭირა, ფეხის დარტყმით დააზიანა ლომბარდის შიდა კედელი და თანამშრომელისგან გარეთ გასვლას მოითხოვდა. არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელები რამდენჯერმე ნასამართლევი არასრულწლოვნები არიან. შსს-ს ინფორმაციით, შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა და ცხელ კვალზე დაკავებულია ერთი პირი. თავდაპირველად გამოძიება ნივთის დაზიანებისა და განადგურების – 187-ე მუხლით დაიწყო, მოწმეების გამოკითხვისა და დაკითხვის შემდეგ კი გადაკვალიფიცირდა და გამოძიება ამჟამად სისხლის სამართლის საქმე 239-ე მუხლით მიმდინარეობს.

წყარო: pirveliradio.ge

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.