რუსი ბიზნესმენები: „რუსეთში საქმიანი გარემო 90-იან წლებთან შედარებით გაუარესდა“

გამოკითხულ რუს ბიზნესმენთა 52% მიიჩნევს, რომ დღეს ბიზნესის წარმოება რუსეთში უფრო რთულია, ვიდრე 90-ამნ წლებში – ასეთია საერთაშორისო აუდიტორული კომპანიის
PricewaterhouseCoopers და ანალიტიკური ცენტრის НАФИ-ს მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები.

გამოკითხვა  მსხვილი, საშუალო, და მცირე ბიზნესის 1000 წარმომადგენელი შორის ჩატარდა. ისინი პირობითად  2 კატეგორიად გაიყო – თანამედროვე მეწარმეები და ბიზნესმენები, რომლებიც  90-ანი წლებიდან მუშაობენ.როგორც აღმოჩნდა, თანამედროვე ბიზნესმენები  რეალობას ძველებზე პესიმისტურად  აფასებენ – ახლების 55% მიიჩნევს, რომ ბიზნეს-გარემო გაუარესდა.უმრავლესობას არ მოსწონთ მაღალი გადასახადები, ადმინისტრაციური ბარიერები და სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერის არარსებობა.

58% თვლის, რომ დღეს რუსეთში  ბიზნესის წარმოება სრულიად კანონიერადაა შესაძლებელი, 40%  ამას შეუძლებლად მიიჩნევს.

გამოკითხვის შედეგების თანახმად, 90-ან წლებში ბიზნესმენებს ყველაზე მეტად აშინებდათ მათი და მათი ნათესავების ფიზიკური უსაფრთხოების არარსებობა, დღეს – საქმიანი რეპუტაციის გაფუჭება, ციხე, და იძულებითი მიგრაცია.მათი შეფასებით, ფიზიკური ძალადობის რისკები შემცირებულია, თუმცა, ციხეში მოხვედრის შანსები – არა.

Tvrain.ru

თენგიზ აბლოთია

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.