რუსი ჟურნალისტი: სამწუხაროდ, გვიან გავაცნობიერეთ, რომ ჩვენმა ავიაციამ დაბომბა არა გორი, არამედ რუსეთის მომავალი

რუსი ჟურნალისტის  რომან დოტის პერსონალური მოსაზრება  Facebookze — ზე 

კომერსანტი უცვლელად გთავაზობთ რუსი ჟურნალისტრის პოზიციას აგვისტოს ომთან დაკაშირებით.

10 წლის წინ  ჩემი ქვეყნის მთავრობამ  ჩემი ქვეყანა პირველად ჩაითრია  ღია ომში.

მთავრობამ არ ჰკითხა მოსახლეობას აზრი და არ განუმარტა თავისი ქმედებების მიზეზი. მთავრობამ დაარღვია კონსტიტუცია და ჯარი  შეიყვანა უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე ფედერაციის საბჭოს ნებართვის გარეშე.

ეს იყო იმ თავბრუდამხვევი სპირალის დასაწყისი, რომლის შედეგადაც ჩვენ აღმოვჩნდით ორმოში — 10 წლის შემდეგ.

თუმცა მე მახსოვს…

მახსოვს სკოლის მოსწავლეების ევაკუაცია სამხრეთ ოსეთიდან ჩრდილოეთში ივლისში. ომი მზადდებოდა.

მახსოვს კონფლიქტის გახურების სტადიაზე დაცხრილული და მოკლული ქართველი პოლიციელები და სამხედროები.

მახსოვს დაშვებული საბურავი, რომელმაც თითქოს და შეუშალა  ხელი რუს „სამშვიდობოებს“ მოლაპარაკებაში მონაწილეობაში.

პირადად ვადევნებდი თვალს და ვთარგმნიდი გაეროს ღამის სხდომას და იქ გაჟღერებული ფაქტები, რომლებსაც მალავდნენ რუსული საინფორმაციო საშუალებები.

მახსოვს ტანკისტის ინტერვიუ გაზეთ „კრასნაია ზვეზდაში“, სადაც მას შემთხვევით წამოსცდა ადგილმდებარეობა 2008 წლის 7 აგვისტოს – ის არღვევდა დისლოკაციის საერთაშორისო საზღვრებს და ჩასაფრებული იყო ომის მოლოდინში.

მახსოვს „ევრონიუსის“ რუსული რედაქცია, რომელმაც შეცვალა ინგლისური ვერსია ისე, რომ გორის კადრებზე ნათქვამი იყო, თითქოს ეს ცხინვალია.

მახსოვს ჩურკინის ტყუილით სავსე კივილ-წივილი გენოციდზე და  ათასობით დაღუპულებზე.

მახსოვს მედვედევის და საკოზის გეგმა, რომელიც არ შესრულებულა.

მახსოვს ოსი მოროდიორები და მელხიორის კოვზები რუსი ჯარისკაცების ჯიბეებში.

მახსოვს ჟურნალისტი რომან დობროხოტოვი,  რომელიც უკრავდა როიალზე დარბეულ ქართულ სახლში.

იმ წელს ჩატარებული მედვედევის საპრეზიდენტო არჩევნები იყო ერთ-ერთი ყველაზე ფალსიფიცირებული.

რუსეთის მმართველებმა საბოლოოდ აქციეს ზურგი საკუთარ მოქალაქეებს. სულ რაღაც 5 თვის შემდეგ, რუსეთის მთავრობამ აქცია ზურგი უკვე მთელს მსოფლიოს.

საქართველო არის მშვენიერი და პატარა ქვეყანა. იმდენად პატარა, რომ მასზე სამხედრო გამარჯვების აღნიშვნა სამარცხვინოც არის.

„რას ზეიმობთ? იმ  ქვეყნის დამარცხებას, რომლის მოსახლეობას არ აღემატება მოსკოვის მეტროს დღიურ მგზავრნაკადს?“ – დაწერა ერთ-ერთმა ინტერნეტ-ხუმარამ.

დიახ. ერთი დღის მგზავრნაკადს!

თანაც არც განსაკუთრებული გამარჯვება ყოფილა. ყველა სახმელეთო შეტაკებაში გაიმარჯვა ქართულმა ჯარმა. ის გატყდა მხოლოდ სტრატოსფეროში მფრინავი ბომბდამშენების მოქმედებების შედეგად – ისინი დაფრინავდნენ ისეთ სიმაღლეზე,  რომელიც მიუწვდომელია არა რაკეტების, არამედ ხაჭაპურის, საცივის და ხინკლის ქვეყნისთვის.

სამწუხაროდ, ჩვენ გვიან გავაცნობიერეთ, რომ ავიაციამ დაბომბა არა გორი, არამედ ჩვენი მომავალი.

საქართველო აღდგა და ისეთივე მშვენიერია, როგორიც იყო აქამდე. ჩვენ კი ჯერ კიდევ წინ გვაქვს საკუთარი მომავლის ნანგრევებიდან აღდგენის პროცესი.

ისე, ცოტა არ იყო შევწუხდი. ჩემი ამ პოსტის შესახებ გაიგეს ქართველებმა და დამიდეს ათასობით ლაიქი. ეს არაა საჭირო, რადგანაც პოსტი  არაა საქართველოზე, ან ოსეთზე, მათ ადგილას შეიძლებოდა აღმოჩენილიყო, და მალე აღმოჩნდება კიდეც, სულ სხვა ქვეყნები.

ეს პოსტია რუსეთზე, ჩემს უბედურ, უიღბლო, მოტყუებულ და დიად ქვეყანაზე. ეს ჩვენი შიდა ტკივილია. ჩათვალეთ, რომ ეს არის 30-ანი წლების გერმანელის პოსტი. ჩათვალეთ, რომ ეს არის პოსტი ტყუილის,  პროპაგანდის და ძალაუფლებას შებღაუჭებული ადამიანების შესახებ.

ახლა ჟურნალისტებიც კი მეკითხებიან ომზე. მე კი სათქმელიც არაფერი მაქვს.

ეს არაა საქართველოზე.

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.