რუსი ჯაშუშების სამსახურში აყვანის მეთოდი ცნობილია

მას შემდეგ, რაც სკრიპალების მოწამვლაში ეჭვიტანილების შესახებ პირადი ინფორმაცია ცნობილი გახდა, ოფიციალურმა საგამოძიებო ჯგუფებმა რუსეთის გენერალური შტაბის „გრუ-“ს (ГРУ) მუშაობის პრინციპების შესახებ უფრო მეტი გაიგეს:

  • სამსახურში აყვანის შემდეგ, ისინი მოგონილ სახელებზე იღებენ დოკუმენტებს;
  • ზოგიერთი ცვლის მხოლოდ გვარს, ზოგი – სახელს, მამის სახელს, დაბადების თარიღს;
  • ყველა გვარი იცვლება უფრო გავრცელებულზე, მაგალითად: შიშმაკოვი > შიროკოვი, ივანიკოვი > ლაპტევი, მიშკინი > პეტროვი;
  • „გრუს“-ს თანამშრომლები იცვლიან შიდა და საზღვარგარეთის პასპორტს, მაგრამ არა მართვის მოწმობას;
  • ახალი შიდა პასპორტის შედგენის დროს, მას არ უქმნიან „ლეგენდას“. წინა დოკუმენტებს ადებენ გრიფს „აბსოლუტურად გასაიდუმლოებული“ და შტამპი „ინფორმაცია არ გაიცემა“, რომელსაც „გრუს“-ს ტელეფონის ნომერი მოჰყვება;
  • „გრუს“-ს თანამშრომელბი საზღვარგარეთ მხოლოდ საზღვარგარეთის პასპორტით მოგზაურობენ, რომელსაც ახალი სახელი აქვს;
  • ეს საზღვარგარეთის პასპორტი თანამშრომლებისთვის გაიცემა რიგის მიხედვით და შესაბამისადაა დანომრილი;
  • „გრუ-“ს თანამშრომლები და მათი ნათესავები ოფიციალურ დოკუმენტებში საცხოვრებელი სახლის მისამართის გრაფაში უწყების შტაბ-ბინის მისამართს წერენ;
  • უმაღლეს ჯილდოს – რუსეთის გმირი – „გრუ“-ს თანამშრომლები პირადად რუსეთის პრეზიდენტისგან იღებენ და გადაცემის ბრძანება გასაიდუმლოებულია, თუმცა ჯილდოს შესახებ იციან ნათესავებმა და ყოფილმა მასწავლებლებმაც კი. ხანდახან, „გმირის“ სურათს საგანმანათლებლო დაწესებულებაში კიდებენ;
  • რუსეთის გმირის წოდებასთან ერთად, სახელმწიფო „გრუს“-ს აგენტს მოსკოვში ბინას ჩუქნის;

წყაროები: BellingcatThe Insider და CIT

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.