რუსული Vogue-ის ვიდეოს დემნა გვასალიას ახალ კოლექციაზე რუსების უკმაყოფილება მოჰყვა (ვიდეო)

რუსულმა Vogue-მა დემნა გვასალიას “Vetements”-ის ახალი კოლექციის ვიდეო შემდეგი სათაურით გამოაქვეყნა: „დრამა! დრამა! დემნა გვასალიამ კოლექცია ქართველი ერის გენოციდს მიუძღვნა“.

რუსი მომხმარებლის მხრიდან ამ მიძღვნამ დიდი აგრესია მოჰყვა: „როდის იყო ქართველი ხალხის გენოციდი?“, „ყველაფრისგან პოლიტიკას აკეთებენ, რა გენოციდი?“, – წერენ რუსი კომენტატორები. მათ აგრესიას ქართველი მომხმარებლები აქტიურად პასუხობენ.

1 ივლისის ქართველმა დიზაინერმა დემნა გვასალიამ, რომელიც ფრანგული მოდის სახლის Balenciaga-ს და კომპანია Vetements-ის ხელმძღვანელია, 2019 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია წარადგინა. როგორც გვასალიამ თქვა, კოლექცია საქართველოს ეძღვნებოდა.

Vetements-მა აპლიკაციაც შექმნა, რომელიც ტანსაცმელზე განთავსებული კოდების დასკანერების შემდეგ მომხმარებელს Wikipedia-ს შესაბამის გვერდზე გადაიყვანს, სადაც მათ შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ აფხაზეთისა და საქართველოს ომის ისტორიას.

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.