რუსულ სპეცსამსახურებთან დაკავშირებული პრანკერი თბილისშია – ფსბ საქართველოდან ინფორმაციას უკვე ღიად და დაუფარავად აგროვებს?

რუსული პროპაგანდისტული მედია RT-ის მთავარი რედაქტორი მარგარიტა სიმონიანი სოციალურ ქსელში ცნობილი რუსი პრანკერის ფოტოს აქვეყნებს, რომელიც თბილისში აქციაზეა გადაღებული.

ალექსეი სტოლიაროვი, რუსეთში ცნობილია პოლიტიკოსების დისკრედიტაციით. ის და მისი პარტნიორი ვოვანი (ვლადიმერ კუზნეცოვი) ურეკავენ ცნობილ პოლიტიკოსებს და თავს წარმოაჩენენ სხვა ადამიანებად, რათა პოლიტიკოსს ინფორმაცია გამოსტყუონ.

მათ ფართო წრეებში რუსული სპეცსამსახურების პროექტად განიხილავენ.

ლექსუსმა სიმონიანის მიერ გამოქვეყნებული ფოტო თავის გვერდზეც გააზიარა. ფოტოზე ჩანს, რომ ის თბილისში, პარლამენტის წინ აქციაზე იმყოფებოდა. ფოტოს ახლავს წარწერა: „საქართველოს პარლამენტთან. ჩიტო-გვრიტო“.

“რეზონანსი”

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.