საავტორო წიგნი, რომელიც რუსეთმა ჰააგის სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ გამოიყენა – სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკური გზა

სალომე ზურაბიშვილის კარიერა და წიგნი, რომელიც ჰააგის სასამართლოში რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ გამოიყენა – „ოცნების“ რჩეული კანდიდატი აგვისტოს ომზე მის საავტორო წიგნში ”ქართული ტრაგედია” წერს.

ავტორი ამბობს, რომ ეს ომი სააკაშვილს დაკარგული პოპულარობის აღსადგენად სჭირდებოდა და ეჭვს გამოთქვამს რომ მისი იმიჯის რეანიმაციის გეგმა ვანო მერაბიშვილმა შეადგინა

ზურაბიშვილს სჯერა, რომ 2008 წლის ომი, სააკაშვილისა და რუსეთის შეთანხმება იყო. სცენარის მიხედვით, ქართველებს ცხინვალი უნდა დაეკავებინათ. ავტორს ჭორიც კი სმენია, თითქოს კულახმეტოვმა ნეიტრალიტეტის შენარჩუნებაში 4 მლნ. აიღო. თითქოს რუსებმა პირობა მისცეს, რომ ქართველების სცენარის მიხედვით ითამაშებდნენ, ამიტომაც დაცალეს ცხინვალი მოსახლეობისგან, მაგრამ ბოლო მომენტში სააკაშვილის ომობანა ნამდვილ ომად გადააქციეს.

ვინ არის სალომე ზურაბიშვილი, რატომ დაბრუნდა ის საქართველოში, როგორია მისი ოჯახის წევრების დამოკიდებულება გადაწყვეტილებაზე, რომ ის უნდა გახდეს პრეზიდენტი – ამჟამად კანდიდატი ძველ თბილისში ცხოვრობს.

მამა ლევან ზურაბიშვილი პარიზში ქართული სათვისტომოს ხელმძღვანელი იყო, დედამ, ზეინაბ კედიამ საკუთარ კარიერაზე უარი ოჯახის გამო თქვა. ზურაბიშვილი ნიკო ნიკოლაძის შვილთაშვილია. ჰყავს ორი შვილი. არც ერთი მათგანი საქართველოში არ ცხოვრობს.

“რუსთავი2”

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.