სააკაშვილი: ევროპულ სასამართლოს მივმართავ და ხელისუფლებას ყველა საქმეს მოვუგებ

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი პირობას დებს, რომ  ყველა იურიდიული მექანიზმის ამოწურვის შემდეგ, საკუთარ ბრალდებებთან დაკავშირებით ევროპულ სასამართლოს მიმართავს. როგორც სააკაშვილმა უკრაინულ ტელეარხ Zik-თან ინტერვიუში განაცხადა, იგი ხელისუფლებას ყველა საქმეს მოუგებს.

“მზად ვარ ნებისმიერ დროს ბრალდების მიერ წარმოდგენილ ჩანაწერთან დაკავშირებით დამოუკიდებელი ექსპერტიზა ჩავატარო. მანამდე, ერთ-ერთმა უკრაინულმა ტელეკომპანიამ მოახდინა ჩანაწერის ანალიზი და დაასკვნა, რომ ის 24 ნაწილისგან იყო დამონტაჟებული.

ამ დროისთვის უკრაინაში ჩემთან დაკავშირებულ საქმეებზე რამდენიმე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. როგორც კი ქვეყნის შიგნით ყველა იურიდიული მექანიზმი ამოიწურება, რა თქმა უნდა, მივმართავ ევროპულ სასამართლოს და ამ ხელისუფლებას ყველა საქმეს მოვუგებ.

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.
%d bloggers like this: