სააკაშვილი: ივანიშვილთან, პუტინთან, პატარკაციშვილთან და პოროშენკოსთან გარიგებაზე არ წავედი

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის თქმით, უკრაინის პრეზიდენტს პეტრო პოროშენკოს ხელშეუხებლობას დაჰპირდა. ამის შესახებ სააკაშვილმა გადაცემა “განსხვავებულ აქცენტებში” განაცხადა.

“ეს არის სისტემასთან ბრძოლა და ამ კაცს მე შევთავაზე, რომ დავილაპარაკოთ, როგორ უნდა წახვიდე მე მას ვუთხარი თვალებშიც, როცა ვნახე, რომ შევარდნაძეს მე მივეცი გარანტიები, რომ არავინ ხელს არ მოკიდებდა და არც შენ მოგკიდებდა ხელს,“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, ის ოლიგარქებთან გარიგებაზე არ წავიდა.„სხვა რაღაცაზე ლაპარაკი, რომ მდომოდა, ახლა ვიჯდებოდი შოკოლადში. სხვა რაღაცაზე ლაპარაკი, რომ მდომოდა ყველა ეტაპზე იყო შემოთავაზება ფულის, თანამდებობის, პერსპექტივების, საქართველოში გაგზავნის და ფულის მიცემის ბევრის, მრავალმილიონზე იყო საუბარი, ოღონდ წადი იქ და იბრძოლე, მოგვშორდი. ჩემი პრინციპია, ამ ხალხთან გარიგებზე არ მივდივარ, ივანიშვილთან გარიგებაზე არ წავედი, პუტინთან გარიგებაზე არ წავედი, პატარკაციშვილთან გარიგებაზე არ წავედი, პარაშენკოსთან და ოლიგარქებთან გარიგებაზე არ მივდივარ, ეს არის პრინციპი!“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა “განსხვავებულ აქცენტებში”.

წყარო: ipress.ge

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.