სააკაშვილი: მაჩალიკაშვილს და სარალიძეს ხელს შევუწყობთ ჩამოვიდნენ ევროპაში

ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილი P.S.-თან განაცხადა.

“მე მგონი არის ძალიან დიდი უსამართლობა. უკვე ყველა ვხვდებით, რომ რაც შეეხება მალხაზ მაჩალიკაშვილს, მას მოუკლეს შვილი სპეცოპერაციისას. რა თქმა უნდა, არ გამოვრიცხავ, რომ ეს შეიძლება ყოფილიყო ტრაგიკული შეცდომა. მაგრამ, ის რაც მოჰყვა ამას შემდეგ იყო დანაშაული. რადგან, იმის მაგივრად რომ ყოფილიყო მოკვლევა რა მოხდა, რატომ მოკლეს უდანაშაულო ახალგაზრდა, მას ჩაუდეს ოთახში ხელყუმბარა, მოიგონეს ათასი უმსგავსობა, ხელი დააფარეს მონაწილეებს და ახლა უკვე მის მამას, რომელიც არის სრულიად უდანაშაულო ადამიანი, გულწრფელი, ნორმალური მშრომელი კაცი, ადანაშაულებენ ტერორიზმში. მხოლოდ იმიტომ, რომ ის აპირებდა სტრასბურგში ჩასვლას. იმიტომ, რომ ვერ იპოვა სამართალი საქართველოში და ითხოვს ადამიანის უფლებების კომისართან შეხვედრას, ევროსასამართლოში შეხვედრას, ევროპარლამენტარებთან კონტაქტის დამყარებას

ჰოლანდიელი მოქალაქეების ჯგუფი, რომელშიც შედიან ოფიციალური სტრუქტურების თანამშრომლები მზად არიან თავდებში ჩაუდგნენ მაჩალიკაშვილს და სარალიძეს, შემოიყვანონ ისინი შენგენის ზონაში, რათა მათ დაუბრკოლებლად შეძლონ ჩასვლა და მისვლა ადამიანის უფლებების საერთაშორისო ორგანიზაციებში. მე ამის შესხებ ახლახან შემატყობნეს.

მე ზუსტად ვიცი, მას შემდეგ რაც ჩატარდება საქართველოში არჩევნები და ამ არჩევნების კვალდაკვალ შეიცვლება მთლიანად ხელისუფლება, ჩვენ ამ საქმეს აუცილებლად გამოვიძიებთ საქართველოში, საკადრის მივაგებთ დამნაშაავებს და იმ ხალხს, ვინც მთელი ეს პერიოდო ფარავდა… მანამდე ხელს შევუწყობთ მაჩალიკაშვილს და სარალიძეს ჩამოვიდნენ ევროპაში და დაამთავრონ ის რასაც აპირებნენ”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

შეგახსენებთ, მალხაზ მაჩალიკაშვილის და ზაზა სარალიძის სტრასბურგში დაგეგმილი ვიზიტი ჩაიშალა

ipress.ge

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.