სააკაშვილი 19 სექტემბერს უკრაინის რადასთან მიტინგს გამართავს

ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი 19 სექტემბრს კიევში უმაღლესი რადას შემობასთან მიტინგის ორგანიზებას გეგმავს. ინფორმაციას Страна.ua პოლიტიკოსის გარემოცვაზე დაყრდნობით ავრცელებს..

მიტინგი ადგილობრივი დროით დილის 10 საათზე დაიწყება, სადაც სააკაშვილი დეპუტატების წინაშე გამოსვლას მოითხოვს.

“შემდეგ შევხედავთ, როგორ განვითარდება მოვლენები. განწყობა მტკიცე გვაქვს“, – აცხადებს გამოცემის წყარო.

სააკაშვილი უკრაინაში პოლონეთის გავლით 10 სექტემბერს ჩავიდა. მან ლვოვში შესვლა მას შემდეგ მოახერხა, რაც უკრაინა-პოლონეთის სასაზღვრო პუნქტთან მისმა მხარდამჭერებმა ცოცხალი კორდონი გაარღვიეს.

ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორს, მიხეილ სააკაშვილს 26 ივლისს უკრაინის საიმიგრაციო სამსახურმა ქვეყნის მოქალაქეობა ჩამოართვა. მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის მოქალაქეობა 2015 წლის 29 მაისს, უკრაინის პრეზიდენტის ბრძანების შემდეგ მიიღო, რის გამოც რამდენიმე თვეში დაკარგა საქართველოს მოქალაქეობა.

 

Facebook Comments

ვაკო კუპრაშვილი

საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო "INFO NEWS"-ის ჟურნალისტი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.
%d bloggers like this: