საბავშვო ბაღების აღსაზრდელების აღრიცხვა ელექტრონული ბარათებით მოხდება

საბავშვო ბაღებში ტურნიკეტები დაიდგმება. ამის შესახებ imedinews-ი წერს.

ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის კახაბერ გვანცელაძის განცახდებით, ტურნიკეტებით მოხდება როგორც ბავშვების, ისე ადმინისტრაციის თანამშრომლებისა და აღმზრდელ-პედაგობების ყოველდღიური რეგისტრაცია.

”ეს არის რეალურად მოწესრიგება ამ სისტემის, რომელიც გულისხმობს, რომ გადავიდეთ ახალ ტექნოლოგიებზე, კერძოდ საბარათე სისტემაზე. მოხდება ელექტრონულად როგორც ბავშვების, ასევე მასწავლებლების აღრიცხვა. თავად მშობლები დაარეგისტრირებენ ბავშვებს მისვლისას. ახლა აღრიცხვა ხდება აღმზრდელ-პედაგოგების მიერ, რასაც იყენებს ადმინისტრაცია შემდგომ. ეს გარკვეულ დროს ართმევს მათ. მომავალში კი რეგისტრაცია ავტომატურად განხორციელდება”, – განაცხადა გვანცელაძემ.

მისივე თქმით, ტურნიკეტებისთვის მშობლებს დაურიგდებათ ბარათები, რომლითაც ბავშვების ბაღში მიყვანისას გამოიყენებენ.

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.