საგანგაშო ვითარება თბილისში და სასიკვდილოდ განწირული ხალხი

უდიდესი პროტესტის პიკზე ვარ. სულში ჩაფურთხებული ქვეყანა და ამ ქვეყანაში მაცხოვრებელი ნამუსაყრილი ერი გავხდით. არ არსებობს იდეა, არ არსებობს ზნეობა… არსებობს მხოლოდ ინტერესი. არანაირი პატივისცემა, არანაირი ქართველის მიმართ სიყვარული. ყოველდღიურ ხასიათში გადასული სახეები, რომელზეც ბოღმა და ზიზღი ამოიკითხება.

სახლიდან გასულს საშინელი და დამთრგუნველი გარემო გხვდება. გაჭირვებისგან გასაცოდავებული მგზავრი „კონტროლიორს“ ემალება ავტობუსში. ჩადიხარ მეტროში და მოწყალების მთხოვნელთა რაოდენობა ძალიან დიდი რაოდენობით არის. 50 თეთრის არმქონე მგზავრი ელოდება ვინმეს, ვინც უფასოდ გაატარებს მეტროში. ვაგონში შესვლისას ახალი პარტია გვხვდება, რომლებიც თითქმის ყველა სადგურზე შემოდიან, რომელებიც მოწყალებას ითხოვენ. ვინც სხვას არ სთხოვს მოწყალებას და თავად უნდათ საკუთარი შრომით იშოვნონ ფული, ისინი ისეთ რამეებს ყიდან, რაზეც საეჭვოა, რომ დღეში 10 ლარი მაინც იშოვნონ. მასიურად მხვდება მეტროს ვაგონში მამაკაცი, რომელიც ელემენტებს და სუპერ წებოს ყიდის; არის ქალბატონი, ვინც ნემსებს ყიდის. ასე შეინახავენ ოჯახებს? ეს არის სუცოცხლით სავსე ქალაქი? ბარემ დაერქმიათ – უცხოელებისთვის! ეკლესიებთან მდგარ მოხუცებზე აღარ ვამბობ, რომლებიც ყველგან არიან.

ერთი დღე იმგზავრეთ პოლიტიკოსები მეტროთი და ავტობუსით. ნახავთ რა ხდება ქვეყანაში და გულგულის გამოთვლილი მენიუები მერე თქვენს შვილებს აჭამეთ. გრცხვენოდეთ! თქვენ ბრალად გედებათ ქართველი ერის განადგურება!

ირაკლი მილაძე
mystar.ge

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.